ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის – ბიზნესის დაწყება დღევანდელ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრ და რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. პროდუქტის შექმნა, მისი მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგია, ბრენდის ჩამოყალიბება,მომხმარებელთან კომუნიკაცია და კიდევ ძალიან ბევრი დეტალი. თუმცა ყველაზე გამოსარჩევი კომპონენტი ბიზნესში არის ფინანსური ანგარიშგება.

სწორედ აქ იჩენს თავს ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის. ბუღალტრული მომსახურება არა მხოლოდ კანონის დაცვას გულისხმობს, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებაში. 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის, როგორ უნდა დაიწყოთ ის და რა შეცდომები უნდა გაითვალისწინოთ, რომლის გაუთვალისწინებლომაც საკმაოდ ბევრი სტარტაპი დაასრულა კრახით.

 

ბუღალტერია დამწყები ბიზნესისთვის – როგორ ავირიდოთ 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა 

ბიზნესი, რომელიც საქმიანობის საწყის ეტაპზეა, ბუღალტერიას ხშირად მეორე რანგის საკითხად აღიქვამს, რადგან მთელი მისი ყურადღება პროდუქტის განვითარებაზე და გაყიდვებზეა მიმართული. სწორედ ეს მიდგომა იწვევს ისეთ შეცდომებს, რომლებიც მოგვიანებით საგადასახადო ჯარიმებად, ფინანსურ პრობლემებად ან დაკარგულ შესაძლებლობებად იქცევა ხოლმე. 

განვიხილოთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომა, რომელსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიები უშვებენ ბუღალტრულ აღრიცხვაში და ვიმსჯელოთ მათი თავიდან არიდების გზებზეც.

“მერე”, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის გადადება ხვალისთვის

„ჯერ ახლა დავიწყეთ, ბუღალტერია მოგვიანებით დაგვჭირდება” – ეს ფრაზა ხშირია, თუმცა საფუძველშივე მცდარი. სინამდვილეში, საგადასახადო ვალდებულებები რეგისტრაციის პირველივე დღიდან მოქმედებს, განურჩევლად ბიზნესის ზომისა. ბუღალტრული აღრიცხვის გვიან დაწყება კი ნიშნავს, რომ პირველი თვეების ტრანზაქციებს შემდეგ აღდგენა-გადამოწმება დასჭირდება, ანუ კომპანია მეტ დროს და ფულს დახარჯავს, ვიდრე იმ შემთხვევაში – თუ ბუღალტრულ აღრიცხვას დღე პირველიდან დაიწყებდა. 

როგორ მოვიქცეთ: თავიდანვე იზრუნეთ ბუღალტერიის აუთსორსინგზე, საუკეთესო შემთხვევაში. ან, უარეს შემთხვევაში – დააყენეთ თუნდაც ყველაზე მარტივი ბუღალტრული სისტემა ბიზნესის რეგისტრაციისთანავე და არა მოგვიანებით.

“რაც ჩემია ჩემია”, ანუ პირადი და ბიზნესის ფინანსების არევა

მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებენ პირადი და კომპანიის ხარჯებისთვის. არადა, სინამდვილეში, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რეალურ მოგებაზე დაკვირვებას, ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას საგადასახადო დეკლარირებისას და საერთოდაც, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ხარჯების მიზანშეწონილობა საგადასახადო შემოწმებისას.

როგორ მოვიქცეთ: კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე საბანკო ანგარიში და ყველა საბანკო ტრანზაქცია მკაცრად გამიჯნული უნდა იყოს პირადი ხარჯებისგან ბიზნესის რეგისტრაციის პირველივე დღიდან.

“სად არის საბუთი”, ანუ დოკუმენტაციის არქონა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ დოკუმენტაციის უგულვებელყოფაა. რეალურად კი, ქვითრების, ინვოისების ან ხელშეკრულებების გარეშე, ბიზნესის ხარჯის აღიარება საგადასახადო მიზნებისთვის რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ეს პირდაპირპროპორციულად ზრდის გადასახადის მოცულობას, ანუ ბიზნესი ზარალდება, მაშინ როცა ამ ზარალის არიდება შესაძლებელია – სწორი ბუღალტერიით. 

როგორ მოვიქცეთ: თუ პირველი ორი შეცდომის გაანალიზებას ჯერაც დაურწმუნებიხართ, რომ საჭიროა ბუღალტერიის აუთსორსინგი, მაშინ სისტემატურად აღრიცხეთ და შეინახეთ ყველა ხარჯვითი დოკუმენტი, თუნდაც ციფრულად. ასევე იზრუნეთ ამ დოკუმენტების რეგულარულ დაარქივებაზე.  

“სულ გადამავიწყდა”, ანუ საგადასახადო ვადების დარღვევა

დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა, ან გადასახადის გადახდის ვადის დარღვევა ავტომატურად იწვევს ჯარიმებს და საურავებს. ასეთ დროს ვხვდებით, რომ უსაფუძვლო ხარჯების თავიდან არიდება სრულიად შესაძლებელი იყო ერთი მარტივი საგადასახადო კალენდრის წარმოება რომ დაგვეწყო. მცირე ბიზნესებში, სადაც ბუღალტერია მერესთვის არის გადადებული და ერთი ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს, ყველაზე ხშირად სწორედ ეს ვადები გამორჩებათ ხოლმე ყოველდღიურ ორომტრიალში.

როგორ მოვიქცეთ: თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტავთ ბუღალტერიის აუთსორსინგი, დაიწყეთ საგადასახადო კალენდრის წარმოება წლის დასაწყისში ან უბრალოდ გადაეცით ეს პასუხისმგებლობა Countman-ის პროფესიონალებს.

“ბუღალტერია რაღას ავიკიდე”, ანუ ფინანსური მონაცემების იგნორირება 

ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რასაც დამწყები ბიზნესი უშვებს არის ის, რომ ბუღალტრულ მონაცემებს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების კონტექსტში უყურებს და არა როგორც მთვარ ინსტრუმენტს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. შედეგად, ასეთი კომპანიები ბიზნესის გაფართოების, კადრების დაქირავების ან ახალი ინვესტიციის გადაწყვეტილებას ინტუიციაზე დაყრდნობით იღებენ და არა რეალური ფინანსური სურათის გაანალიზებით. ასეთ მიდგომას კი,  ბიზნესი, როგორც წესი, არცთუ სახარბიელო შედეგებამდე მიჰყავს.

როგორ მოვიქცეთ: პირველ რიგში, გაიმარტივეთ ბუღალტერია Countman-თან ერთად და შემდეგ, არამხოლოდ დეკლარაციის ჩაბარებისას, არამედ სისტემატურად ადევნეთ თვალი პერიოდულ ფინანსურ ანგარიშებებს, სწორედ მათ უნდა ეფუძნებოდეს თქვენი სტრატეგიული დაგეგმვა სასურველი შედეგების მისაღებად.





 

 

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის

რატომ არის აუცილებელი ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის ?


ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის როგორც ზემოთ ვახსენეთ, არა მხოლოდ კანონის მიერ დადგენილი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, არამედ ის ბიზნესის სტაბილურობის და გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

მისი მნიშვნელობა ძირითადად რამდენიმე სახით ვლინდება:

  • კანონისმიერ დაკისრებული მოვალეობების ზუსტად შესრულება – სწორი და ორგანიზებული ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგებების ზუსტ აღრიცხვას და დეკლარაციების დროულად წარდგენას. ეს ყოველივე მეწარმეს ააცილებს დამატებით დაკისრებულ გადასახადებს და შესაძლო სასამართლო დავებს.
  • გამჭირვალობა და ანალიზი – სისტემატიური აღრიცხვები მეწარმეს აძლევს საშუალებას მეტი ანალიზი გააკეთოს საკუთარი პროდუქტის შესახებ, რაც ეხმარება მას სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში და მისი ბრენდის სტაბილურობის გარანტიის პოვნაში.
  • ინვესტორების & პარტნიორების ნდობა – ზუსტი ფინანსური ანგარიშგება პირდაპირ პროპორციული იმასთან, რომ გამჭირვალე და მართვადია, ეს კი მნიშვნელოვანია იმ ნაწილში თუ მეწარმე გეგმავს ინვესტორების მოზიდვას ან თუნდაც პარტნიორთან შეთანხმებას.
  • საგადასახადო სრულყოფილება – მაღალი დონის ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის უზრუნველყოფს იმ დეტალსაც, რომ მეწარმემ ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით, რაც ცალსახად საკმაოდ დიდი პრივილეგიაა.
  • ბიზნესის სტაბილურობა – ფინანსური მონაცემების სისტემატიური კონტროლი და ანალიზი, საშუალებას გაძლევთ წინასწარ გათვალოთ მოსალოდნელი ფინანსური ზრდა, ან ცუდ შემთხვევაში ფინანსური ვარდნა. ორივე შემთხვევაში წინასწარ ამის ცოდნა საკმაოდ დიდ უპირატესობას გაძლევთ მომზადებული დახვდეთ გამოწვევებს.

 

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის CountMan

 

როგორ დავიწყოთ ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის ?

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის ბუღალტრული აღრიცხვა უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ ბიზნესის საწყის ეტაპზე, რადგან თავი ავარიდოთ ფინანსურ ქაოსს და მონაცემთა დაკარგვას.

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ გსურთ თავად უხელმძღვანელოთ თქვენს ფინანსებს თუ დაიქირაოთ სპეციალისტი. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ურჩევნია დაზოგოს ფინანსები და თავად მართოს პროცესი, თუმცა სპეციალისტის და პროფესიონალის მიერ მართული პროცესები ბევრად უსაფრთხო და შედეგის მომტანია.

შემდეგი ეტაპი არის უკვე ავირჩიოთ სწორი საბუღალტრო პროგრამა. სწორი საბუღალტრო პროგრამების არჩევა ამარტივებს შემდეგ პროცესებს: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება, მონაცემთა შენახვა და ა.შ. 

როგორც ზემოთ ვახსენეთ შემდეგი ნაბიჯია უკვე შევარჩიოთ სწორი საბუღალტრო პროგრამა. ამის შესარჩევად კი გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი თანამედროვე პროგრამებში, როგორიცაა: QuickBooks, Xero, Zoho Books და ა.შ. აქ ჩამოთვლილი თითოეული მათგანი საშუალებას გვაძლევს ავტომატურად განვაახლოთ მონაცემები და შევინახოთ ის.

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის – ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუღალტრული მომსახურება მიმდინარეობს სისტემატიურად და ის უწყვეტ რეჟიმშია.

 

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის – ძირითადი ეტაპები

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის ერთიანებს ამ სამ მიმართულებს, თუ გვინდა რომ საბოლოოდ ეფექტური შედეგი მივიღოთ.

  • საფინანსო ბუღალტერია – ასახავს კომპანიის მთლიან საფინანსო სურათს და გამოიყენება საგადასახადო და სხვა ოფიციალური ანგარიშგებებისთვის.

  • მენეჯმენტირებული ბუღალტერია – რომელიც ეხმარება მეწარმეს შიდა ოპერაციების მართვაში, მაქსიმალურად ხარჯის შემცირებაში და მოგების გაზრდაში.

  • საგადასახადო ბუღალტერია – კონცენტრირებულია დაიცვას კანონის მიერ დადგენილი ვალდებულებები.

 

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის პროცესში

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის დაშვებული შეცდომები ზოგადად საკმაოდ ძვირად ფასობს, სწორედ ამიტომ უნდა შეარჩიოს ყველა ადამიანმა სწორი საბუღალტრო კომპანია, რომელსაც რაიმე სტარტაპი ან ბიზნეს წამოწყება აქვს. წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის პროცესში ხდება.

  • მონაცემების დაგვიანებული აღრიცხვა – ეს უკანასკნელი იწვევს ფინანსური დეტალების არაზუსტ ანალიზს და შესაბამისად იჩენს საგადასახადო პრობლემებს.

  • არასათანადო ყურადღება დოკუმენტების მიმართ – ოფიციალური დოკუმენტები,ინვოისები,ქვითრები და ა.შ ყოველთვის უნდა იყოს შენახული და ხელმისაწვდომი, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მათი წარდგენის აუცილებლობა.

  • საგადასახადო ვადების უგულველყოფა – ამ ყოველივემ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ოდენობის ჯარიმები და რეპუტაციული ზიანი, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოუსწორებელ შეცდომად გადაიქცეს.

 

როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის პროცესს ?

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის აუცილებლად უნდა იყენებდეს მაღალი ხარისხის და პროფესიონალურ პლატფორმებს, რადგან ამით პროცესი ხდება უფრო სწრაფი და ეფექტური.

რეკომენდირებული პლატფორმებია:

  • QuickBooks
  • Xero
  • Zoho Books 
  • Sage Business Cloud

    აქ ჩამოთვლილი პლატფორმები მოგცემთ საშუალებას დააგენერიროთ ინვოისები ავტომატურ რეჟიმში, აკონტროლოთ გადახდები, მართოთ საწყობი და მიიღოთ ფინანსური ანგარიშგება უმარტივესად.

 

Countman - ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის


რატომ უნდა იყოს ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის უწყვეტი ?

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის აუცილებლად უნდა იყოს უწყვეტ რეჟიმში, რადგან ბუღალტრული კონტროლი და მომსახურების გაწევა ბიზნესს ყველა ეტაპზე სჭირდება. ბუღალტერიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად სწორედ მისი პერიოდულად გამოყენება ითვლება. მისი რეგულარული გამოყენება საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ საგადასახადო ჯარიმები, მოულოდნელი ფინანსური ხარჯები და რაც მთავარია არასწორი ფინანსური ანალიზი, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება მეწარმისთვის საკმაოდ ცუდად დასრულდეს. 

 

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის – დასკვნა

ბუღალტერია მცირე მეწარმისთვის არ არის მხოლოდ ვალდებულება, ეს არის ბიზნესის განვითარების და სწორ გზაზე დაყენების ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო. 

სწორი ფინანსური ანალიზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ თქვენი აღმასვლის ან ცუდ შემთხვევაში დაღმასვლის შესახებ და გამოწვევებს მომზადებული შეხვდეთ.

თუ გსურთ პროფესიონალური მომსახურება დაგვიკავშირდით ჩვენ, საბუღალტრო კომპანია Countman – გაიმარტივე ბუღალტერია.

საგადასახადო უფასო კონსულტაცია