როგორ შევარჩიოთ საბუღალტრო კომპანია სწორად, რომ მერე არ ვინანოთ

საბუღალტრო კომპანიის დაქირავება, რაღაც თვალსაზრისით, ბიზნეს-პარტნიორის არჩევას ჰგავს: მართალია ის კომპანიაში წილს არ ითხოვს, მაგრამ მას შეუძლია თქვენი ბიზნესი ააშენოს, ან ან პირიქით – საქმე გააფუჭოს.

ძალიან მოკლედ და კონკრეტულად: კარგი საბუღალტრო კომპანია ის არის, რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას გაძლევთ, უზრუნველყოფს გამართულ ბუღალტერიას და გიზოგავთ ხარჯებს.  ცუდი არჩევანი კი არასწორ ან დაგვიანებულ დეკლარაციებს, ჯარიმებს, გაუმართავ აღრიცხვას და პრობლემებს მოგიტანთ.

როცა ბაზარზე არჩევანი დიდია და საკუთარ თავს ყველა პროფესიონალად მიიჩნევს, არის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც დაგეხმარებათ სოწრი გადაწყვეტილების მიღებაში.

საბუღალტრო კომპანიის 5 მთავარი კითხვა

5 კითხვა, რომელიც პირველივე კონსულტაციაზე უნდა დასვათ და პასუხები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ

 

კითხვა ✅ კარგი პასუხი 🚩 ცუდი პასუხი
გიმუშავიათ თუ არა ჩემნაირ ბიზნესებთან? კონკრეტული მაგალითები: ელექტრონული კომერცია, IT, სასტუმრო, იმპორტ-ექსპორტი, უცხოური კომპანიის შვილობილი ადგილობრივ ბაზარზე „ყველასთან ვმუშაობთ“
ვინ მართავს კონკრეტულად ჩემი ბიზნესის ბუღალტერიას? კონკრეტული ბუღალტერი სახელობითად + რეზერვი ბუნდოვანი პასუხი, ან უბრალოდ „ჩვენი გუნდი“
რა შედის ყოველთვიურ ფასში? წერილობითი ჩამონათვალი: აღრიცხვა, დღგ, ხელფასები, ანგარიშგება, მხარდაჭერა და ა.შ. ბუნდოვანი „ძირითადი პაკეტი“, რასაც მოგვიანებით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაემატება
როგორ გავეცნობი ჩემი ბიზნესის რიცხვებს? ცხადი და გამჭვირვალე ყოველთვიური ანგარიში, მოწოდებული გასაგებ ენაზე „როცა დაგჭირდებათ, მოგვმართეთ და გაგიზიარებთ“
რა ხდება, თუ შეცდომას თქვენ დაუშვებთ? პასუხისმგებლობა ხელშეკრულებაშია ასახული, ყველაფერი გადამოწმებას გადის მრავლისმთქმელი დუმილი ან „ასეთი რამ ჩვენთან უბრალოდ არ ხდება“

 

რა უნდა გავითვალისწინოთ საბუღალტრო კომპანიასთან ურთიერთობაში

მართალია, საქართველო გადასახადების თვალსაზრისით მეგობრული ქვეყანაა, თუმცა ამ მეგობრულობით სარგებლობისთვის საჭიროა წესების ცოდნა. არსებობს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომელიც ბრუნვის 1%-ით იბეგრება 500 000 ლარამდე, არსებობს ვირტუალური ზონის ოპერატორის სტატუსი IT კომპანიებისთვის, არსებობს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, სადაც 15%-ით მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება.

თუმცა, დაბეგვრის თითოეული მოდელით სწორად სარგებლობა მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას, გადამოწმებას და თანმიმდევრულობას – არასწორად შერჩეულმა სტატუსმა, აღრიცხვამ ან არასწორად წარდგენილმა დეკლარაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას თქვენს ბიზნესს.

ამის გათვალისწინებით, კარგი საბუღალტრო კომპანია არამხოლოდ მიმდინარე ან წარსულ პერიოდზე უნდა გიკეთებთ სათანადო აღრიცხვას, არამედ იმასაც უნდა გეუბნებოდეთ, რა იქნება შემდეგ – ანუ რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალი წლისთვის, შემდგომი პერიოდისთვის და ა.შ. ანუ გაძლევდეთ დაგეგმვის ჰორიზონტს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

საბუღალტრო კომპანიის სწორი არჩევანი

5 ნიშანი, რომსაბუღალტრო კომპანია სწორად შეარჩიეთ

  • ყველაფერს გასაგებად გიხსნიან, ტერმინოლოგია არ გაბნევთ
  • ცხად წარმოდგენას გიქმნიან თქვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე, გაწვდიან სრულყოფილ ანგარიშებს
  • ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ადევნებთ თვალს დოკუმენტებს და ანგარიშებს (მაგ.: იყენებენ Cloud პროგრამებს)
  • თქვენი მონაცემები დაცულია და კარგ ხელშია: წვდომის წესები ცხადია, ასლები არსებობს, კონფიდენციალურობა დაცულია.
  • ვიდრე ფასს გეტყვიან, ჯერ თქვენს ბიზნესზე გეკითხებიან, რომ თქვენზე მორგებული სერვისი შემოგთავაზონ.

5 ნიშანი, რომ საბუღალტრო კომპანია არასწორად შეარჩიეთ

  • წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, ან თუ არსებობს – ყველაფერი დეტალურად არ არის გაწერილი და ბუნდოვანია.
  • კომუნიკაცია გაუმართავია, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გვიან ან დიდი ძალისხმევის შედეგად იღებთ
  • მომსახურების ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე საბაზრო, თუმცა შედეგად გაუმართავ ბუღალტერიას იღებთ ან დამატებითი პრობლემები გექმნებათ
  • არ გაქვთ ცხადი წარმოდგენა, სად არის თქვენი ბიზნესი ფინანსური აღრიცხვის მიხედვით, სად გაქვთ დანაკარგები და რა უნდა გამოასწოროთ
  • როცა გჭირდებათ, თქვენს ბუღალტერიაზე პასუხისმგებელ პირს ვერ აგნებთ და ვერც ვერავინ გეუბნებათ, ვინ არის პასუხისმგებელი.

საუკეთესო საბუღალტრო კომპანია - Countman

როგორ გამოიყურება საუკეთესო საბუღალტრო კომპანია – Countman

სპეციალიზებული საბუღალტრო კომპანია, რომელიც რეალურად ზრუნავს საკუთარ კლიენტებზე, გაძლევთ არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი ფინანსური დეპარტამენტის ცოდნას ნაკლები დანახარჯით. შედეგად კი თქვენი ბიზნესის ფინანსური გამჭვირვალობა, საკანონმდებლო შესაბამისობა და შემდგომი სტაბილური ზრდის წინაპირობა გარანტირებულია.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბუღალტრო კომპანია უნდა გიმარტივებდეთ ბუღალტერიას, გიქმნიდეთ სწორ ფინანსურ აღირცხვას და ამავდროულად, გაძლევდეთ სრულ კონტროლს და ცოდნას საკუთარ ფინანსებზე – ეს საშუალებას მოგცემთ კონცენტრირდეთ მთავარზე: თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და ტექნიკური მხარეც: ჭეშმარიტად კარგ საბუღალტრო კომპანიას აქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან, სარგებლობს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით, რაც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცულობას, კომუნიკაცია სწრაფია, რეაგირება – მყისიერი.

ასეთი გამართული მომსახურების შედეგად კი იღებთ:

  • ზუსტ აღრიცხვას
  • დროულ დეკლარაციებს
  • შემცირებულ საგადასახადო რისკს
  • კარგად ორგანიზებულ მაჩვენებლებს, რომლებზე დაყრდნობით შეგიძლიათ ბიზნესისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება

ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, უდიდესი გამოწვევაა გამართული ფინანსები, რომელიც მფლობელს ან მენეჯმენტს დამატებით დროს და რესურსს არ ართმევს. Countman-ში ამ გამოწვევას კარგად ვაცნობიერებთ და მთელი გუნდით ორიენტირებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ჰქონდეთ ფინანსური წესრიგი, ავარიდოთ ჯარიმები და მივაწოდოთ სანდრო ანგარიშები, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. 

თუმცა, ვინდაიდან, მოსამენილს ნანახი სჯობს, დაგვიკავშირდით, დაჯავშნეთ კონსულტაცია, დაგვისვით ზემოხსენებული ხუთი მთავარი კითხვა და თავად დარწმუნდით.