როგორ ავირიდოთ 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

ბიზნესი, რომელიც საქმიანობის საწყის ეტაპზეა, ბუღალტერიას ხშირად მეორე რანგის საკითხად აღიქვამს, რადგან მთელი მისი ყურადღება პროდუქტის განვითარებაზე და გაყიდვებზეა მიმართული. სწორედ ეს მიდგომა იწვევს ისეთ შეცდომებს, რომლებიც მოგვიანებით საგადასახადო ჯარიმებად, ფინანსურ პრობლემებად ან დაკარგულ შესაძლებლობებად იქცევა ხოლმე.
განვიხილოთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომა, რომელსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიები უშვებენ ბუღალტრულ აღრიცხვაში და ვიმსჯელოთ მათი თავიდან არიდების გზებზეც.
“მერე”, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის გადადება ხვალისთვის
„ჯერ ახლა დავიწყეთ, ბუღალტერია მოგვიანებით დაგვჭირდება” – ეს ფრაზა ხშირია, თუმცა საფუძველშივე მცდარი. სინამდვილეში, საგადასახადო ვალდებულებები რეგისტრაციის პირველივე დღიდან მოქმედებს, განურჩევლად ბიზნესის ზომისა. ბუღალტრული აღრიცხვის გვიან დაწყება კი ნიშნავს, რომ პირველი თვეების ტრანზაქციებს შემდეგ აღდგენა-გადამოწმება დასჭირდება, ანუ კომპანია მეტ დროს და ფულს დახარჯავს, ვიდრე იმ შემთხვევაში – თუ ბუღალტრულ აღრიცხვას დღე პირველიდან დაიწყებდა.
როგორ მოვიქცეთ: თავიდანვე იზრუნეთ ბუღალტერიის აუთსორსინგზე, საუკეთესო შემთხვევაში. ან, უარეს შემთხვევაში – დააყენეთ თუნდაც ყველაზე მარტივი ბუღალტრული სისტემა ბიზნესის რეგისტრაციისთანავე და არა მოგვიანებით.
“რაც ჩემია ჩემია”, ანუ პირადი და ბიზნესის ფინანსების არევა
მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ერთსა და იმავე ანგარიშს იყენებენ პირადი და კომპანიის ხარჯებისთვის. არადა, სინამდვილეში, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რეალურ მოგებაზე დაკვირვებას, ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას საგადასახადო დეკლარირებისას და საერთოდაც, შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ხარჯების მიზანშეწონილობა საგადასახადო შემოწმებისას.
როგორ მოვიქცეთ: კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე საბანკო ანგარიში და ყველა საბანკო ტრანზაქცია მკაცრად გამიჯნული უნდა იყოს პირადი ხარჯებისგან ბიზნესის რეგისტრაციის პირველივე დღიდან.

“სად არის საბუთი”, ანუ დოკუმენტაციის არქონა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ დოკუმენტაციის უგულვებელყოფაა. რეალურად კი, ქვითრების, ინვოისების ან ხელშეკრულებების გარეშე, ბიზნესის ხარჯის აღიარება საგადასახადო მიზნებისთვის რთულდება ან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ეს პირდაპირპროპორციულად ზრდის გადასახადის მოცულობას, ანუ ბიზნესი ზარალდება, მაშინ როცა ამ ზარალის არიდება შესაძლებელია – სწორი ბუღალტერიით.
როგორ მოვიქცეთ: თუ პირველი ორი შეცდომის გაანალიზებას ჯერაც დაურწმუნებიხართ, რომ საჭიროა ბუღალტერიის აუთსორსინგი, მაშინ სისტემატურად აღრიცხეთ და შეინახეთ ყველა ხარჯვითი დოკუმენტი, თუნდაც ციფრულად. ასევე იზრუნეთ ამ დოკუმენტების რეგულარულ დაარქივებაზე.
“სულ გადამავიწყდა”, ანუ საგადასახადო ვადების დარღვევა
დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა, ან გადასახადის გადახდის ვადის დარღვევა ავტომატურად იწვევს ჯარიმებს და საურავებს. ასეთ დროს ვხვდებით, რომ უსაფუძვლო ხარჯების თავიდან არიდება სრულიად შესაძლებელი იყო ერთი მარტივი საგადასახადო კალენდრის წარმოება რომ დაგვეწყო. მცირე ბიზნესებში, სადაც ბუღალტერია მერესთვის არის გადადებული და ერთი ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს, ყველაზე ხშირად სწორედ ეს ვადები გამორჩებათ ხოლმე ყოველდღიურ ორომტრიალში.
როგორ მოვიქცეთ: თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტავთ ბუღალტერიის აუთსორსინგი, დაიწყეთ საგადასახადო კალენდრის წარმოება წლის დასაწყისში ან უბრალოდ გადაეცით ეს პასუხისმგებლობა Countman-ის პროფესიონალებს.

“ბუღალტერია რაღას ავიკიდე”, ანუ ფინანსური მონაცემების იგნორირება
ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რასაც დამწყები ბიზნესი უშვებს არის ის, რომ ბუღალტრულ მონაცემებს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების კონტექსტში უყურებს და არა როგორც მთვარ ინსტრუმენტს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. შედეგად, ასეთი კომპანიები ბიზნესის გაფართოების, კადრების დაქირავების ან ახალი ინვესტიციის გადაწყვეტილებას ინტუიციაზე დაყრდნობით იღებენ და არა რეალური ფინანსური სურათის გაანალიზებით. ასეთ მიდგომას კი, ბიზნესი, როგორც წესი, არცთუ სახარბიელო შედეგებამდე მიჰყავს.
როგორ მოვიქცეთ: პირველ რიგში, გაიმარტივეთ ბუღალტერია Countman-თან ერთად და შემდეგ, არამხოლოდ დეკლარაციის ჩაბარებისას, არამედ სისტემატურად ადევნეთ თვალი პერიოდულ ფინანსურ ანგარიშებებს, სწორედ მათ უნდა ეფუძნებოდეს თქვენი სტრატეგიული დაგეგმვა სასურველი შედეგების მისაღებად.
ხშირად დასმული კითხვები – FAQ
ბიზნესი დავიწყე. როგორ მივხვდე, მჭირდება თუ არა პროფესიონალი ბუღალტერი?
თუ თვენს ბიზნესს აქვს რეგულარული ტრანზაქციები, ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები ან წარმოექმნება საგადასახადო ვალდებულებები, რაც ფაქტობრივად ყველა ბიზნესზე ვრცელდება, პროფესიონალი ბუღალტრის ჩართვა მინიმუმ საკონსულტაციო დონეზე, სასურველია.
ბუღალტრული შეცდომების გამოსწორება უფრო ძვირია თუ ბუღალტერი ან აუთსორსინგი?
დიდწილად დამოკიდებულია შეცდომის ხასიათზე და სიხშირეზე, თუმცა როგორც წესი, დაწესებული საურავებს, ხელახალ დეკლარირებას და დამატებით გასაწევ სამუშაოს უკვე ისეთ ხარჯებზე გაყავხართ, რაც ერთიორად აღემატება ბუღალტრული მომსახურების ღირებულებას. რომ აღარფერი ვთქვათ მოუწესრიგებელ ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ მცდარ გადაწყვეტილებებზე, რასაც უარეს შეცდომებამდე მიჰყავს ბიზნესი.
შემიძლია თავად გავუმკლავდე ბუღალტერიას საწყის ეტაპზე მაინც?
შეიძლება, მხოლოდ მარტივი და მცირე მოცულობის ტრანზაქციების მქონე ბიზნესისთვის, თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება საგადასახადო დეკლარირების და ანგარიშგების სირთულეც. შესაბამისად, რაც უფრო მალე ჩაერთვება პროფესში პროფესიონალი ბუღალტერი, მით მეტად მცირდება შეცდომის რისკიც.
როგორ გაზღვევთ Countman შეცდომებისგან
შეცდომების პრევენცია შესაძლებელია სწორი მიდგომის და გამოცდილი გუნდის დახმარებით. სწორედ ეს არის Countman-ის მიზანიც. ჩვენ მცირე ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ბუღალტერია, ხოლო თავად მშვიდად ფოკუსირდნენ ბიზნესის განვითარებაზე.

ჩვენი პროფესიონალების გუნდი მუშაობს თანამედროვე ბუღალტრული პროგრამებით, იცავს ბუღალტრული მომსახურების უმაღლეს სტანდარტებს და გაძლევთ მკაფიო, გასაგებ და გამჭვირვალე ანგარიშგებას იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის აღქმა, გაკონტროლება და მართებული გადაწყვეტილებების მიღება უკეთესი შედეგების მისაღწევად.
რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საუკეთესო პროფესიონალები გემსახურებიან, თქვენი სიმშვიდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, Countman აზღვევს ყველა საგადასხადო რისკს, რაც კი შეიძლება დადგეს არასწორი დეკლარირების გამო.