ბუღალტრული მომსახურება, რომელსაც ბიზნესი იმსახურებს

პატარა მაღაზია გაქვთ ვაკეში, IT სტარტაპი საბურთალოზე მდებარე coworking სივრცეში, თუ საერთოდაც, უცხოური კომპანიის წარმომადგენლობა ქართულ ბაზარზე – პროფესიული ბუღალტრული სერვისი ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ, რადგან ყველა წარმატებული ბიზნესის საფუძველი  ფინანსების ზუსტი აღრიცხვაა.

სათანადო ბუღალტრული მომსახურება ბიზნესს იცავს ჯარიმებისგან, უზოგავს დროს და ზუსტ სურათს აძლევს, თუ რეალურად რამდენად მომგებიანია მისი საქმიანობა.

მოდი, ვაღიაროთ ბიზნესს არავინ იწყებს იმისთვის, რომ შუაღამისას საბანკო ამონაწერებში ახარისხებდეს, ან საგადასახადო კალენდარს ჩაჰყურებდეს, რათა რომელიმე მნიშვნელოვანი თარიღი არ გამორჩეს.

ბიზნესის მფლობელი ბიზნესს რაღაც ახლის შესაქმნელად იწყებს, იქნება ეს პროდუქტი თუ სერვისი, მაგრამ ამ დიად იდეას შემდეგ სადღაც წამოეწევა ხოლმე RS.ge-ს ვადები, დღგ-თი დაბეგვრის წესები და მუდმივი შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხი გამოგრჩათ. ბიზნესის მფლობელები, როგორც წესი, სწორედ აქ ხვდებიან ხოლმე, რომ დროა ბუღალტერია გაიმარტივონ.

5 ნიშანი ბუღალტრულ მომსახურებაზე

 

5 ნიშანი, რომ ბუღალტრული მომსახურება გჭირდებათ

  1. რეალურ მოგებას მხოლოდ მაშინ ითვლით, როცა გადასახადებია კარზე მომდგარი;
  2. ერთი ქვითარი ხელთ გაქვთ, მეორე – არა, მესამე კი სადღაც, რომელიღაც მესენჯერის ჩატში;
  3. თანამშრომლების აყვანის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ხელფასების გადახდა კიდევ ცალკე სამყარო ყოფილა; 
  4. ვერ გაგიგიათ, ბოლოს და ბოლოს ხართ დღგ-ს გადამხდელი თუ არა;
  5. ბანკმა IFRS ანგარიშგება მოგთხოვათ და თქვენ გულწრფელად აღმოგხდათ: „ეგ რაღაა?”

თუ ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ ორში საკუთარი თავი ამოიცანით, მაშინ კითხვა უნდა გააგრძელოთ. 

 

რას გიმარტივებთ ბუღალტრული მომსახურება?

პირდაპირი და მარტივი პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: გამართული ბუღალტრული მომსახურება გაგიმარტივებთ ყოფას, თქვენც, თქვენს ნერვებსაც და თქვენს ბიზნესსაც. 

უფრო ვრცლად და სერიოზულად კი, აღარ მოგიწევთ ინვოისების, საბანკო ტრანზაქციების და გადახდების დევნა, ერთმანეთთან შედარება და ვერ დამთხვევის ნიადაგზე პანიკაში ჩავარდნა.

ვადებიც დაცული იქნება, დეკლარაციებიც წარდგენილი და გადასახადებიც დროულად გადახდილი. ამ ყველაფერთან ერთად, ისიც ზუსტად გეცოდინებათ, სად გაქვთ მოგება, სად კარგავთ თანხებს, რა ხარჯები შეამციროთ და სად მეტი დახარჯოთ. ჰო, რა თქმა უნდა, IFRS-იც გექნებათ და მშვიდად მიაწვდით ბანკს, დამატებითი კითხვების გარეშე. მოკლედ, მთელი ეს ტვირთი რომ მოგეხსნებათ, მშვიდად მიხედავთ ბიზნესს, თქვენი პროდუქტის თუ სერვისის განვითარებას.

ბუღალტრული მომსახურება კი იზრუნებს შემდეგზე:

  • ბუღალტრულ აღრიცხვა: აღრიცხავს შემოსავალს და ხარჯებს, დაამუშავებს ინვოისებს, შეაჯერებს საბანკო ტრანზაქციებს;
  • საგადასახადო წესრიგი: დროულად მოამზადებს დეკლარაციებს და ასევე დროულად წარადგენს შემოსავლების სამსახურის პორტალზე.
  • დღგ-ს აღრიცხვა: დაგარეგისტრირებთ დღგ-ს გადამხდელად (თუ ასეა საჭირო და 100 000 ლარიან ბრუნვას აჭარბებთ); იზრუნებს ელექტრონულ ინვოისებზე და ყოველთვიურ დეკლარაციებზე;
  • ხელფასების აღრიცხვა: ხელფასსაც დარიცხავს, 20%-იან საშემოსავლო გადასახადსაც გადაიხდის და საპენსიო შენატანებსაც ისე, რომ ბიზნესი არ დაჯარიმდეს.
  • შეარჩევს სათანადო საგადასახადო სტატუსს: ჩვეულებრივი შპს, მცირე ბიზნესის სტატუსი (1% ბრუნვაზე 500 000 ლარამდე) თუ სპეციალური რეჟიმი – მაგალითად, ვირტუალური ზონის ოპერატორი IT კომპანიებისთვის.
  • საგადასახადო დაგეგმვა: თუ ბიზნესი ამის საშუალებას იძლევა, გამოიყენებს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის უპირატესობას და 15%-იანი განაკვეთი მხოლოდ განაწილებულ მოგებაზე გავრცელდება.

 

რატომ არის აუთსორს ბუღალტერია უკეთესი, ვიდრე დაქირავებული ბუღალტერი?

ამ კითხვასაც აქვს პირდაპირი და მარტივი პასუხი: ბევრი თავი უკეთ მუშაობს, ვიდრე ერთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი ბუღალტერი ერთი ადამიანია, აუთსორს ბუღალტერია კი მთელი გუნდი. 

ერთი ადამიანი შეიძლება შვებულებაში წავიდეს, ავად გახდეს, ან საერთოდ დატოვოს სამსახური, თანაც პირდაპირ დეკლარაციების წარდგენის მომენტში. აუთსორს ბუღალტრული მომსახურება კი არსად წავა, რაც ბიზნესისთვისაც და მისი მფლობელისთვისაც მუდმივი სიმშვიდის გარანტიაა.

გაიმარტივე ბუღალტრული მომსახურება

გარდა ამისა, არსებობს სხვა უპირატესობებიც:

  1. დაბალი ხარჯი. სრულ განაკვეთზე დასაქმებული ბუღალტერი ნიშნავს ხელფასს, გადასახადებს და მუდმივი გადამზადების საჭიროებას. აუთსორს ბუღალტერია კი მთელ გუნდს გაძლევთ თქვენს სამსახურში წინასწარ ცნობილ ყოველთვიურ ფასად.
  2. გამოცდილება. საგადასახადო წესები ხშირად იცვლება, სპეციალიზებული კომპანია კი ყველა სიახლეს თვალყურს ადევნებს და ზრუნავს, რომ ბიზნესი არცოდნის გამო არ დაჯარიმდეს.
  3. ნაკლები შეცდომა და ჯარიმა. დეკლარაციებში დაშვებული მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა ჯარიმის შედეგი გახდეს (მაგალითად საპენსიო შენატანების ბოლოდროინდელი ჯარიმები, რაც ბოლოს ამინისტიით დასრულდა). პროფესიონალთა გუნდი კი ყველა დეტალს ამოწმებს ყველა ეტაპზე.
  4. მოქნილობა. ტრანზაქციების, თანამშრომლებისა თუ კომპანიების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ ახალი თანამშრომლის აყვანის აუცილებლობა არ დადგება.
  5. უკეთესი გადაწყვეტილებები. ბუღალტრული სერვისის მიერ მოწოდებული ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშები აჩვენებს მარჟას, ფულად ნაკადებს და საგადასახადო რისკებს. შესაბამისად, ბიზნესის მფლობელს მეტი მონაცემი აქვს უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და ბიზნესის წინ წასაწევად.

თუ ამ ყველაფერმა ძალიან მოგხიბლათ, მაგრამ მაინც გრჩებათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: “ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ღირს?” მაშინ, განაგრძეთ კითხვა.

რა ღირს ბუღალტრული მომსახურება?

მოკლედ და კონკრეტულად, გააჩნია…ბევრ რამეს. ბუღალტრული მომსახურების ფასზე გავლენას ახდენს ოპერაციების რაოდენობა, თანამშრომლები, დღგ-ს გადამხდელის სტატუსი და ა.შ. ასე მაგალითად, მცირე მეწარმის სტატუსის მფლობელი პირი 1%-იანი გადასახადით ნაკლებს გადაიხდის, ვიდრე თხუთმეტი ადამიანის დამსაქმებელი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ტრანზაქციებს უცხოურ ვალუტაში აწარმოებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, რამდენ პრობლემას უხსნის ბიზნესს და მის მფლობელს ბუღალტრული მომსახურება, საბოლოოდ, ამ სერვისში ფულის გადახდა მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის, მაინც მართებული გამოდის. 

თუ მაინც დაგრჩათ კითხვები, განაგრძეთ კითხვა და ყველა პასუხს მიიღებთ.

 

ხშირად დასმული კითხვები

თუ მცირე ბიზნესი მაქვს, ბუღალტერი მაინც მჭირდება? 

კი, სასურველია, რადგან 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმის დროსაც აუცილებელია აღრიცხვის წარმოება და დეკლარაციის დროულად წარდგენა, ისევე როგორც მომსახურების ხელშეკრულებები და ინვოისები.

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს ბუღალტრული მომსახურების მიღება საქართველოში? 

რა თქმა უნდა. ჩვენი კომპანია მუშაობს ინგლისურ ენაზე და ემსახურება არარეზიდენტ მესაკუთრეებსაც.

რამდენად სწრაფად გადაიბარებს ბუღალტრული მომსახურების კომპანია ჩემს აღრიცხვას? 

როგორც წესი, მაქსიმუმ 1-2 კვირაში, წინა პერიოდების გადამოწმების ჩათვლით.

მიიღეთ პროფესიონალური ბუღალტრული მომსახურება 

კონსულტაცია ბუღალტრულ მომსახურებაზე

Countman გთავაზობთ სრულ ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის კეთებას განურჩევლად თქვენი კომპანიის ზომისა და საქმიანობისა.

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის.