ბიზნესის მართვა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შიდა რესურსებით ვერ ფარავ ფინანსურ და საგადასახადო პროცესებს. მრავალი მეწარმისთვის ბუღალტერი მხოლოდ ციფრებთან მომუშავე ადამიანი კი არა, არამედ პარტნიორია, რომელსაც ენდობიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.. Countman-ის „მეგობარი ბუღალტერი“ სწორედ ამ ფილოსოფიით შეიქმნა.
რა არის „მეგობარი ბუღალტერი“?
ეს არის სერვისი მათთვის, ვინც დამოუკიდებლად მართავს ბიზნესს, მაგრამ სჭირდება დროული რჩევა, მხარდაჭერა და დაზღვევა შეცდომებისგან.
ჩვენი გუნდი მზად არის გვერდში დაგიდგეთ ისეთ სიტუაციებში, სადაც გჭირდებათ:
- პროგრამაში წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის უზრუნველყოფა
- გაგზავნილი დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა
- პირველადი დოკუმენტაციების ფაილინგის მონიტორინგი
- გაწერილი სააღრიცხვო პოლიტიკის შემოწმება, საჭიროების შემთხვევას გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების გაცემა
- ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტისთვის საბუღალტრო პროცესებზე რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაცემა
- საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი რუტინული ყოველთვიური საბუღალტრო გატარებების საიმედო და უწყვეტ შესრულებას;
ვისთვისაა ეს სერვისი?
- ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
- სტარტაპებისთვის და მიკრო ბიზნესებისთვის
- იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც უკვე ჰყავთ ბუღალტერი, მაგრამ პერიოდულად სჭირდებათ სანდო მეორე აზრი, ან დამხმარე.
- მათთვის, ვისაც სურს გადასახადებთან მიმართებით სრული სიმშვიდე და დარწმუნებულობა
Countman-ის მეგობარი ბუღალტერი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მარტო არ ხართ.
დაგვიკავშირდით – და გაიგეთ, როგორ შეუძლია მეგობარ ბუღალტერს თქვენი ყოველდღიურობის გამარტივება.