ქონების გადასახადი – რა იცვლება, რა რჩება და ვის აღარ მოუწევს გადასახადის გადახდა

 

ქონების გადასახადი: თუ გაქვთ ბინა, სახლი, მანქანა ან კომერციული ფართი და თქვენი ოჯახის წევრების ჯამური დაუბეგრავი შემოსავალი 100 000 ლარამდეა, ქონების გადასახადის გადახდა აღარ მოგიწევთ.

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომელიც ცვლის ფიზიკური პირების ქონების გადასახადის გადამხდელთა წრეს. ქვემოთ განვმარტავთ, რა იცვლება და რას ნიშნავს ეს თქვენთვის.

ცვლილებები ქონების გადასახადში

რა იცვლება საგადასახადო კანონმდებლობაში?

უკვე ამოქმედებული ცვლილებით, ქონების გადასახადი დაეკისრებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება. საგადასახადო კოდექსში მიღებულმა ცვლილებამ გააუქმა  40 000 ლარიანი ზღვარი და დაბეგვრის შესაბამისი განაკვეთები.

შესაბამისად, ოჯახი, რომლის დაუბეგრავი შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა  ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის. დადგინდა შემოსავლის ერთიანი ზღვარი – 100 000 ლარი – რომლის ზევით ქონების გადასახადით დაბეგვრა კვლავ ძალაშია.

როგორ მუშაობდა ქონების გადასახადი –  ძველი წესი


აქამდე მოქმედი წესით 40 000 ლარს ზევით წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები გადასახადის სახით იხდიდნენ ქონების ღირებულების 0,05%-დან 0,2%-მდე, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახები – უფრო მაღალ განაკვეთს, ქონების ღირებულების 0,8%–1%-ის ფარგლებში..

გადასახადი ქონების საბაზრო ღირებულებიდან ითვლება. შემოსავალში კი მოიაზრება დარიცხული ხელფასი, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა შემოსავლები თუ სარგებელი.

ქონების გადასახადის კალკულატორი

ვის ეხება შეღავათი?

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 81 000 ადამიანი აღარ იქნება ქონების გადასახადის გადამხდელი, რაც დაახლოებით 22 მილიონ ლარს დაუზოგავს მოქალაქეებს.

ვის ეხება ქონების გადასახადის შეღავათი

შეღავათით ისარგებლებს ყველა, ვისაც:

  • აქვს ბინა, სახლი ან მანქანა და ოჯახის წევრების დაუბეგრავი შემოსავალი ჯამურად 40 000-დან 100 000 ლარამდეა;
  • ქონებას აქირავებს, მაგრამ შემოსავლის 100 000 ლარამდე დიაპაზონში ხვდება;
  • არის დაქირავებული პროფესიონალი ან მცირე ბიზნესის მფლობელი, რომლის ოჯახის შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა.

როდის შევა ქონების გადასახადის ცვლილება ძალაში?

კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის 1 ოქტომბრიდან შეღავათი უკვე მიმდინარე სადეკლარაციო პერიოდზეც გავრცელდება, ანუ იმ ქონების გადასახადზეც, რომლის დეკლარირება მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა არის 1 ნოემბერი, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა – 15 ნოემბერი, ყველას, ვისაც აქამდე 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა და უწევდა ქონების გადასახადის დეკლარირება მიმდინარე წელს, 2025 წლის შემოსავალსა და დასაბეგრ ქონებაზე, ამის გაკეთება აღარ მოუწევს.

როდის შევა ქონების გადასახადი ძალაში

ვინ აგრძელებს ქონების გადასახადის გადახდას?

თუ თქვენი ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, თქვენთვის არაფერი იცვლება: დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა კვლავ მოგიწევთ, იგივე განაკვეთით. 

ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ 100 000 ლარიან ზღვართან ახლოს შემოსავლის მქონე ოჯახები, რადგან ზღვრის 1-ლარიანი გადაცილებაც კი ქონებას გათავისუფლებული სტატუსიდან დასაბეგრ კატეგორიაში გადაიყვანს და თანაც უფრო მაღალი ტარიფით. 

რა უნდა გააკეთოთ ახლა, თუ ქონებას ფლობთ?

  1. გამოთვალეთ თქვენი ოჯახის შემოსავალი 2025 წლისთვის. გაანგარიშებაში ჩართეთ ხელფასი, ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი და სხვა დასაბეგრი სარგებელი ოჯახის ყველა იმ წევრისთვის, ვინც შემოსავალში ითვლება.
  2. გაარკვიეთ, რომელ კატეგორიაში ხვდებით. 100 000 ლარამდე, ახალი წესით, გათავისუფლებული ხართ გადასახადისგან. ამ თანხის ზემოთ გადასახადი გეკისრებათ: დეკლარირებული ქონების საბაზრო ღირებულების 0,8%-დან 1%-მდე.
  3. ნუ გადაიხდით კონსულტაციის გარეშე. თუ ძველი წესების მიხედვით გადახდას აპირებდით, ჯერ კანონი გადაამოწმეთ ან დაეკითხეთ პროფესიონალებს.
  4. შეინახეთ დოკუმენტაცია. შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები და ქონების შეფასება დაგეხმარებათ, თუ შემოსავლების სამსახური დამატებით კითხვებს დასვამს.
  5. მიმართეთ ბუღალტერს, თუ რამდენიმე ქონებას ფლობთ, უცხოეთიდან შემოსავალს იღებთ ან ზღვართან ახლოს ხართ და შეცვლილმა წესებმა დაგაბნიათ.

თუ მაინც გაქვთ კითხვები ან პროფესიონალის დახმარება გჭირდებათ, Countman–ის გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას ფიზიკურ პირებს, ქონების გამქირავებლებს, ინვესტორებსა და ბიზნესებს ქონების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის თუ სხვა ტიპის საგადასახადო საკითხებზე.

თუ 100 000 ლარიან ზღვართან ახლოს ხართ, ან უკვე სცდებით ამ ზღვარს, მშვიდად გადმოგვაბარეთ ბუღალტერია – ჩვენ ზუსტად გამოვითვლით თქვენი ოჯახის შემოსავალს, სრული სიზუსტით მოვამზადებთ თქვენს დეკლარაციას და ვიზრუნებთ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს.

კითხვები საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე

ხშირად დასმული კითხვები

საჭიროა თუ არა დეკლარაციის წარდგენა, თუ ჩემი დაუბეგრავი შემოსავალი 100 000 ლარზე ნაკლებია?

მას შემდეგ, რაც კანონი უკვე ძალაშია და იმ დაშვებით, რომ შემოსავალი ზუსტად გამოიანგარიშეთ – აღარ.

ეხება თუ არა ცვლილება საქართველოში ქონების უცხოელ მფლობელებს?

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წესი ეფუძნება რეზიდენტობასა და ოჯახის შემოსავალს და არა მოქალაქეობას. ამიტომ რეზიდენტი მფლობელი შემოსავლის მიხედვით ქართველი მოქალაქის ტოლფასად განიხილება. 

გავლენას ახდენს თუ არა ცვლილება მიწის გადასახადზე?

შემოსავლის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლება ვრცელდება ყველა ტიპის დასაბეგრ ქონებაზე გარდა მიწისა. მიწა საგადასახადო კოდექსით ცალკე რეგულირდება და ამ მხირვ, ამ ეტაპზე, არანაირი ცვლილება არ განიხილება.