სტარტაპი

სტარტაპი არის ახალი და ინოვაციური ბიზნეს მოდელი, რომელიც მიზანმიმართულია ბაზარზე პრობლემის გადაჭრაზე და მომხმარებლის მოთხოვნის მიწოდებაზე, მას აქვს ზრდის დიდი პოტენციალი და ცდილობს ჩამოყალიბდეს მასშტაბურ, დიდ კომპანიად. სტარტაპი ძირითადად პატარა გუნდისგან შედგება და როგორც წესი მათი ბედი მოკლე დროშივე წყდება, მათი პროდუქტი/სერვისი ან მუშაობს და ისინი უმალვე იღებენ დიდ შედეგს, ან არადა ისინი მალევე განიცდიან კრახს, რისი მაგალითიც პრაქტიკაში საკმაოდ ბევრია.

სტარტაპის მთავარი მახასიათებლებია:

  • ინოვაციურობა – სტარტაპი ქმნის რაიმე ახალს სერვისს ან პროდუქტს, რომელიც ჭრის ბაზარზე რეალურად არსებულ პრობლემას.

  • რისკიანობა – სტარტაპი საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა, რადგან მისი სერვისი/პროდუქტი ჯერ არ არის რეალურად გატესტილი თუ რამდენად ახერხებს მომხმარებლების პრობლემის გადაჭრას, შესაბამისად მისი რისკიანობის პროცენტი საკმაოდ მაღალია.

  • მასშტაბურობა – სტარტაპი აუცილებლად უნდა იყოს სწრაფად მზარდი და ჰქონდეს პოტენციალი შეძლოს მსოფლიო ბაზარზე მოხვედრა.

  • მცირე საწყისი რესურსები – სტარტაპები სამწუხაროდ ხშირად თავიანთ საქმიანობას საკმაოდ მცირე რესურსით იწყებენ.

სტარტაპი

სტარტაპი საქართველოში: რატომ არის ის ჩვენი ეკონომიკის მომავალი ?

სტარტაპი საქართველოში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ეკონომისთვის. სტარტაპ იდეები საქართველოში საკმაოდ დიდი პროცენტულობით იზრდება რაც ჩვენი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრი სტარტაპი და ბევრი ინოვაციური იდეა აჩენს მეტ სამუშაო ადგილს ქვეყნის შიგნით, შესაძლოა სტარტაპებს გაუჩნდეთ უცხოური ინვესტიციები, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, მეტი ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს ქვეყანას უფრო კონკურენტუნარიას ხდის გლობალურ ბაზარზე.

ეს ყველაფერი კი ეხმარება ახალგაზრდა თაობას მიეცეს მეტი შესაძლებლობა და დაინერგოს უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში. სწორედ ამიტომ შეიძლება გახდეს სტარტაპი საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

როგორ დავიწყოთ სტარტაპი ნულიდან ?

სტარტაპის დაწყება ნულიდან მაშინაც კი შესაძლებელია როცა არც ბიუჯეტი გვიწყობს ხელს და არც რაიმე სახის გამოცდილება, პირიქით ეს კომპონენტებია სწორედ სტარტაპის მახასიათებლები. მთავარი დეტალი, რამაც სტარტაპი წარმატებული უნდა გახადოს არის სწორი იდეის პოვნა, რომელიც ემსახურება ბაზარზე რეალური პრობლემის გადაჭრას და მისი ბიზნეს-მოდელის შექმნას, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ზრდის პოტენციალი.
     

       ქვემოთ ჩამოთვლილია კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ შევძლოთ სტარტაპის დაწყება ნულიდან.

  • იდეა – პრობლემის გადაჭრის იდეა არის უმთავრესი და პირველი კომპონენტი, რომლის გარეშეც სტარტაპის დაწყება გამორიცხულია. იდეა უნდა ემსახურებოდეს მომხმარებლებს რეალურად გადაუჭრას არსებული პრობლემა.

  • ბაზრის კვლევა – ბაზრის კვლევა არის კომპონენტი, რომელსაც შეუძლია გააჩინოს სწორი იდეა. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს იმას, რომ მოხდეს რეალურად შეფასება თუ რა პრობლემები არსებობს დღეს ადამიანების ცხოვრებაში, რა არის მათი ყოველდღიური სადარდებელი და რითი შეგვიძლია მათ დავეხმაროთ და გადავუჭრათ პრობლემები.

  • ინვესტიცია – სტარტაპისთვის როგორც ზემოთ ვახსენეთ ერთ-ერთი მახასიათებელი შეზღუდული ფინანსები, სწორედ ამიტომ რაღაც ეტაპზე სტარტაპმა აუცილებლად უნდა იფიქროს ინვესტორის მოძიებაზე, რათა უფრო დიდხანს შეძლოს შესწავლა მისი პროდუქი/სერვისი აგვარებს თუ არა ხალხში პრობლემებს.

  • მარკეტინგი – სტარტაპებისთვის მარკეტინგული აქტივობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის მალევე უნდა გავრცელდეს ხალხში და უმალვე უნდა მოიკიდოს ფეხი ბაზარზე.

 


Countman - სტარტაპი

 

როგორ გავხადოთ სტარტაპი პოპულარული ?


როგორ გავხადოთ სტარტაპი პოპულარული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა მომხმარებლებში. სტარტაპის პოპულარიზაციაში უმთავრესია მაღალი ხარისხის მარკეტინგული აქტივობები, რაც ითვალისწინებს: ბრენდის ცნობადობის გაზრდას და მოსახლეობაში ნდობის მოპოვებას.

სტარტაპის წარმატებაში უმთავრესი დეტალია პოპულიზირებული იყოს სწორ აუდიტორიაში, იმ სეგმენტში რომლის სერვისი/პროდუქტიც მათზეა მორგებული. ხშირ შემთხვევებში სტარტაპის წარმატებულობა იქიდან გამომდინარეობს, რომ მათ ინოვაციურ იდეასთან ერთად კარგი კომუნიკაციის დამყარება შეუძლიათ მომხმარებლებთან, რაც ასევე მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია.

 

 

როგორ მოვიძიოთ ფინანსები სტარტაპისთვის ?

ფინანსები სტარტაპისთვის ყველაზე სასიცოცხლო რამაა, როდესაც ახალ კომპანიას აარსებ და გაქვს შეზღუდული ინვესტიცია, იდეის განვითარებისთვის და წარმატების მიღწევისთვის კი რაღათქმაუნდა სწორი ფინანსური წყაროების მოზიდვა გვიწევს. სტარტაპ იდეები, რომლებიც რაღაც ეტაპზე ვერ მოიძიებენ ინვესტორს, მათი ინოვაციური იდეა ხშირ შემთხვევებში სამწუხაროდ კრახით სრულდება, რადგან ის მართლაც რომ სასიცოცხლო ფაქტორისაა.

          რა შეიძლება იყოს ჩვენი ფინანსური წყარო ?

  • პირადი დანაზოგი – სტარტაპის იდეის დაწყებამდე, აუცილებელია იფიქრო რაიმე პირადი სახის დანაზოგის გაკეთებაზე, რადგან პირველი სახსრების ჩადება იდეაში აუცილებლად შენ მოგიწევს. 
  • ოჯახი და მეგობრები – ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლია ახლო გარემოდანაც მოიპოვო, თუ მათ სწორად დააინტერესებ და ისინი სამომავლო გათვლას გააკეთებენ შენზე. 
  • გრანტები ან სახელმწიფო პროგრამები – ხშირად ახალ, ინოვაციურ იდეებს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ, ამისათვის საჭიროა სწორი ბიზნეს-მოდელი წარადგინო. 
  • ბანკი – ტრადიციული ფინანსური წყარო. სწორი ბიზნე მოდელით შესაძლებელია ბანკიც დააინტერესო და ტრადიციულზე უფრო დაბალ პროცენტში შემოათავაზებინო სესხი.

 

როგორ დავარეგისტრიროთ სტარტაპი საქართველოში ?

სტარტაპის რეგისტრაცია საქართველოში ახლა უფრო მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე იყო. გამარტივებული რეგისტრაცია საშუალებას აძლევს მეწარმეებს ბიზნესი სწრაფად დაიწყოს და მისი მუხტი გრძელვადიანმა პროცედურებმა არ გაანელონ. ეს პროცესი კი და მისი სწორი ორგანიზება კი პირველი ნაბიჯებია თქვენი ბიზნესისთვის.

რეგისტრაციის ძირითადი ნაბიჯები 

კომპანიის ფორმის შერჩევა – ეს ითვალისწინებს რა ტიპისაა კომპანია (შპს,ინდმეწარმე და ა.შ) რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭიროებების მიხედვით

საჯარო რეესტრში რეგისტრაცია – აქ უკვე ბიზნესი ოფიციალურად რეგისტრირდება, ეს პროცესი კი შეგიძლია როგორც ფილიალში ასევე ელექტრონულადაც შეასრულო.

საბანკო ანგარიში – საბანკო ანგარიში, რომელიც გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის კუთხით და არა პირადი მოხმარებისთვის.

ლიცენზიები – თუ საქმე ეხება რაიმე სპეციფიკას, რომელსაც სჭირდება გარკვეული სახის ლიცენზია/ნებართვა, ამ შემთხვევაში ამ პროცესს ვერ გამოტოვებთ. მოითხოვს თუ არა თქვენი ბიზნესი დამატებით რაიმე სახის ლიცენზია ამის გაგება კი საჯარო რეესტრშიც შეგიძლიათ

რა შეცდომებს უშვებს სტარტაპი საქართველოში ?

რა შეცდომებს უშვებს სტარტაპი საქართველოში – ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია მაშინ, როდესაც კომპანიები სტარტაპების დაწყების იდეით არიან მოხიბლულნი. ხშირ შემთხვევაში სტარტაპის წარუმატებლობა გამოუწვეულია არა იმით რომ მათი იდეა იყო ცუდი, არამედ მათი მიდგომა,მარკეტინგი და საკმაოდ ბევრი თეორიული მიზეზი არსებობს რომელსაც შეუძლია სტარტაპი წარუმატებელი გახადოს.

CountMAN - სტარტაპი

 

ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:

  • ბაზრის არასაკმარისი კვლევა – სტარტაპების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეცდომაა ის, რომ ისინი ბაზარს არ იკვლევენ საკმარისად, შესაბამისად მათ არ აქვთ სრული ინფორმაცია იმაზე თუ რა პრობლემა არსებობს ბაზარზე და რა არის ამ პრობლემის ფესვები, რადგან მომხმარებელს მისი გადაჭრა შესთავაზო ისე, რომ ფესვებიდან ჭრიდე პრობლემას.
  • ბიზნეს გეგმის არ არსებობა – ბევრ დამწყე მეწარმეს აქვთ წარმოდგენა, რომ სტარტაპის დაწყებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაა და თუ ის გაქვს, საქმე უკვე აწყობილია, ეს კი სულაც არ არის ასე. ბიზნეს გეგმის ორგანიზება და გამართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია სტარტაპის კეთებისას.
  • ბიუჯეტის არასწორად გამოყენება – სტარტაპების ხშირი პრობლემა ბიუჯეტის არასწორად გადანაწილებაცაა, ამის გამო არაერთ სტარტაპს განუცდია კრახი.
  • არასწორი მარკეტინგული სტრატეგია – ყველა კომპანიას ინდივიდუალური მარკეტინგული სტრატეგია სჭირდება, რადგან ყველა უნიკალური ტიპისაა და უნიკალური ბრენდია. ხშირ შემთხვევებში სტარტაპების ჩავარდნა ცუდი მარკეტინგული სტრატეგიის ბრალიცაა, რადგან ვერ შეძლებს ბაზარზე სწორად ოპოზიციონირება და მათი ბრენდის პოპულარიზაცია.
  • არასწორი გუნდი – სტარტაპის შემადგენელი გუნდი აუცილებლად უნდა იყოს სანდო და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული. ყველა წევრს უნდა ჰქონდეს მოტივაცია იმისა, რომ მათი პროექტი მასშტაბური გახდეს, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გააზრებული რომ ამ ყველაფერს დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

 

სტარტაპი საქართველოში – როგორია გარემო 2025 წელს ? დასკვნა


სტარტაპი საქართველოში – როგორი გარემოა 2025 წელს ? საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ კარგი ვითარებაა, ქვეყანა მუდმივად ვითარდება და დღითი დღე ემატება კომპანიები, რომლებსაც აქვთ ახალი ინოვაციური იდეები, რომელიც როგორც აღვნიშნეთ რაღათქმაუნდა გენიალურია როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ასევე იმისათვის რომ საქართველო იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა გლობალური მასშტაბით.

ამასთანავე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტარტაპის დაწყება უნდა კარგი გარემოა საქართველოში, რადგან უკვე რეგისტრაციის პროცესები გამარტივებულია, ხალხში სტარტაპების ცნობიერებამ გაიზარდა და რაც მთავარია ყველას აქვს შესაძლებლობა მოიძიოს ინფორმაციები და წინასწარ განსაზღვროს ბევრი დეტალი, რაც შესაძლოა სხვა სტარტაპების წარუმატებლობის მიზანი იყო. სტარტაპი საქართველოში 2025 წელს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.