საგადასახადო შემოწმება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხშირად სტრესთან ასოცირდება – გაურკვევლობა, დროის შეზღუდვა, მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია და დაუგეგმავი ფინანსური შედეგები. თუმცა რეალურად, შემოწმება მარტივად გასავლელი პროცესია, თუ კომპანიას ფინანსური მზადყოფნა და სწორად გამართული ბუღალტრული სისტემა გააჩნია .

Countman-ის გამოცდილებით, სწორედ წინასწარი მზადყოფნა და პროფესიული მხარდაჭერა განსაზღვრავს შემოწმების შედეგს – იქნება ეს ფინანსური უსაფრთხოება თუ ჯარიმების თავიდან არიდება.

რა დოკუმენტაციები მოითოვება ყველაზე ხშირად საგადასახადო შემოწმებისას?

  • ბუღალტრული საბუთები (ინვოისები, საგადასახადო ზედნადებები, კრების ოქმები, აქტები და სხვა პირველადი დოკუმენტები);
  • საბუღალტრო ბაზა;
  • ხელფასების და დასაქმების დოკუმენტები;
  • საბანკო ამონაწერები და მათთან დაკავშირებული ოპერაციების დასაბუთება;
  • საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დეკლარაციები (საშემოსავლო, მოგება,დღგ, და სხვ.);
  • სალაროს წიგნაკები, სალარო აპარატის ამონაწერები;
  • ხელშეკრულებები და შეთანხმებები მომწოდებლებთან/მომხმარებლებთან;

მნიშვნელოვანია, რომ ყველა დოკუმენტში დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული პუნქტები, ვადები და ფორმატი.

რა დარღვევები გვხვდება ყველაზე ხშირად?

Countman-ის პრაქტიკაში ხშირად ვხედავთ შემდეგ ტიპურ ხარვეზებს:

  • ხელფასებისა და დარიცხვების არასწორი აღრიცხვა;
  • ნაღდი ოპერაციებით ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა.
  • ხარჯების არასწორი კლასიფიკაცია;
  • საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების აღრიცხვა, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციების არქონა
  • მომსახურების ან საქონლის მიწოდების დოკუმენტაციის არქონა;
  • საბუღალტრო ბაზასა და რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა;

ზოგჯერ აღნიშნული ხარვეზები გამოწვეულია არა ცუდი განზრახვით, არამედ გამოუცდელობით, დროის ან შიდა რესურსების სიმცირით.

როგორ გეხმარებათ Countman საგადასახადო შემოწმებამდე და შემოწმების პროცესში?

  • საგადასახადო შემოწმებამდე, ვატარებთ საგადასახადო და ფინანსურ აუდიტს, კაანონით გათვალისწინებული შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით;
  • ვაიდენტიფირებთ ხარვეზებს, ვადარებთ პროგრამის მონაცემებს რეალურ მაჩვენებლებს;
  • ვასწორებთ დოკუმენტაციის სტრუქტურას, საჭიროების შემთხვევაში ვაზუსტებთ დეკლარაციებს და ვადგენთ პრიორიტეტებს;
  • შემოწმების პროცესში აქტიურად ვერთვებით ყველა ეტაპზე, მათ შორის საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციის ნაწილში;
  • ვამზადებთ საჭირო ფაილებს შემოსავლების სამსახურთან წარსადგენად;
  • ვგეგმავთ შემდგომ მოქმედებებს შემოწმების შედეგების შესაბამისად;

ფინანსური მზადყოფნა = ბიზნესის სიმშვიდე

საგადასახადო შემოწმება აღარ უნდა იყოს სტრესი – როდესაც გვერდით გყავს პარტნიორი, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორ იმუშაოს შემოსავლების სამსახურთან.

დაგვიკავშირდით და შეამოწმეთ თქვენი მზადყოფნა წინასწარ, მანამ, სანამ შემოწმება რეალურად დაიწყება.
დაჯავშნე კონსულტაცია დღეს!