ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფინანსური რესურსების სწორად მოძიება და გამოყენებაა. სწორედ ამიტომ, საბანკო დაფინანსების მიღება ხშირად იქცევა გადამწყვეტ ეტაპად მეწარმეებისთვის. თუმცა მხოლოდ სესხის მიღება საკმარისი არ არის – საჭიროა სიღრმისეული გააზრება, სწორად მომზადებული დოკუმენტაცია და სტრატეგიული მიდგომა.

Countman-ის გუნდი მონაწილეობას მიიღებს საბანკო დაფინანსების მოპოვების ყველა ეტაპზე – იდეიდან დამტკიცებამდე.

რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი საბანკო კრედიტის მოპოვებისას?

ბანკებთან ურთიერთობა ხშირად გამოწვევებით სავსეა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მცირე ან საშუალო ბიზნესს ეხება.

ძირითადი სირთულეებია:

  • არასწორად ან არასრულად მომზადებული ფინანსური დოკუმენტაცია;
  • სუსტი ან გაუგებარი ბიზნეს გეგმა;
  • არაკონკრეტული მიზნები და დაფინანსების გამოყენების გაუგებარი სტრატეგია;
  • ცუდად გაწერილი პროგნოზები და ბიუჯეტი;
  • არასაკმარისი გამოცდილება ან ნდობა ბანკის მხრიდან;
  • ნაკლები დროის რესურსი ბანკის მიერ მოთხოვნილი საბუთების მოსამზადებლად;

ამ პრობლემების გადალახვა სრულად შესაძლებელია სწორად დაგეგმილი პროცესის მეშვეობით.

რას მოიცავს Countman-ის სერვისი:

ბანკში/საფინანსო ინსტიტუტში წარსადგენი პროექტის მომზადება – სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მოთხოვნისთვის სპეციფიკურად მორგებული პროექტის შედგენა – სტრუქტურირებული და მკაფიო გეგმით, რომელიც მოიცავს ბიზნესის აღწერას, ფინანსურ პროგნოზებს, მიზნობრიობასა და სესხის დაბრუნების რეალისტურ სტრატეგიას.

კრედიტის მისაღებად შესაბამისი ბანკის/საფინანსო ინსტიტუტის მოძიება და საკრედიტო მენეჯერთან დაკავშირება – თქვენი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, სწორედ იმ ფინანსური ორგანიზაციის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და დაფინანსების მიზნებს.

კომუნიკაცია საკრედიტო მენეჯერთან – წინასწარი კომუნიკაცია საკრედიტო მენეჯერთან, რათა სწორად იქნეს წარმოდგენილი თქვენი პროექტი და მაქსიმალურად გაიზარდოს სესხის დამტკიცების შანსი.

საკრედიტო პროდუქტების ანალიზი და რეკომენდაცია თქვენი ბიზნესის პროფილიდან გამომდინარე – გთავაზობთ იმ ფინანსურ პროდუქტებს, რომლებიც ოპტიმალურად შეესაბამება თქვენი საქმიანობის სფეროს, მიზნებსა და ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას.

ბანკთან წარმომადგენლობა და პროცესში სრულად ჩართულობა – ჩვენი გუნდი უშუალოდ წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ბანკთან კომუნიკაციის დროს – დოკუმენტაციის მიწოდება, კითხვებზე პასუხი, მოლაპარაკებების წარმართვა და საჭირო არგუმენტების წარდგენა.

დოკუმენტაციის სრულად მომზადება და შეგროვება – მოიცავს ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტების, სამუშაო დოკუმენტების, სამართლებრივი ცნობების, ნებართვების და სხვა აუცილებელი მასალების შედგენას და მოწესრიგებას ბანკისთვის წარსადგენად.

სხვა ბანკში სესხის რეფინანსირების მხარდაჭერა – არსებული სესხების პირობების გაუმჯობესების მიზნით რეფინანსირების სტრატეგიის დაგეგმვა და იმ ბანკის შერჩევა, რომელიც უკეთეს პირობებს უზრუნველყოფს.

სამშენებლო/სარემონტო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება – იმ შემთხვევაში, თუ სესხის მიზანი დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, უზრუნველვყოფთ სანდო და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომელიც აუცილებელია სესხის დამტკიცებისთვის.

 

ვის სჭირდება საბანკო დაკრედიტების მენეჯერი?

  •  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც აპირებენ ფინანსური ინსტიტუტებისგან დაფინანსების მოპოვებას;
  • სტარტაპებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ინვესტიციების მოზიდვა;
  • უკვე მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ საბანკო პირობების გაუმჯობესება;
  • კომპანიებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ახალი პროექტების დაფინანსება;

ენდეთ Countman-ის გამოცდილებას – დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის