ფინანსური ანალიტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ციფრების ფართო სპექტრი – ეს არის კომპმანიის არსებული და სამომავლო შესაძლებლობების პროგრესირების ინსტრუმენტი. თანამედროვე კონკურენტულ გარემოში კომპანიები ვერ დაეყრდნობიან ინტუიციას – მათ სჭირდებათ ზუსტი, დროული და ეფექტურად ანალიზირებული ინფორმაცია, რათა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ზრდის შემოსავალს, ამცირებს ხარჯებს და აძლიერებს ფინანსურ მდგრადობას.

Countman-ის ფინანსური ანალიტიკა სწორედ ამაში გეხმარებათ – ჩვენი გუნდი სიღრმისეულად სწავლობს თქვენი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, აანალიზებს მიმდინარე და ისტორიულ მონაცემებს და ქმნის ანგარიშებს, რომლებიც მარტივად აღქმადია მენეჯერებისთვის. ამ პროცესის შედეგად თქვენ იღებთ ფინანსურ სურათს, რომელიც რეალურად ასახავს კომპანიის პოზიციას ბაზარზე და გაწვდით იმ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა სტრატეგიული განვითარებისათვის.

 

რას მოიცავს Countman-ის ფინანსური ანალიტიკა?

ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშგებას- ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შედგენას და მიწოდებას:

  • მოგება-ზარალის ანგარიში (Income Statement)
  • ბალანსი (Balance Sheet)
  • ფულადი ნაკადების ანგარიში (Cash Flow Statement)

ფინანსური ანგარიშგების ანალიზს – ანგარიშების მარტივად გასაანალიზებელი ფორმატით წარდგენა, დეტალური ახსნა და შედეგების შეფასება კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით.
რეკომენდაციებს ფინანსური კოეფიციენტების გაუმჯობესებისთვის – მონაცემებზე დაფუძნებული რჩევები ისეთ საკვანძო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, როგორებიცაა ლიკვიდურობა, მომგებიანობა, მარაგების ბრუნვადობა და ეფექტიანობა.
ხარჯების ანალიზსა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციებს – დახმარება ხარჯების დეტალურ კლასიფიკაციასა და იმ სფეროების იდენტიფიცირებაში, სადაც შესაძლებელია დანახარჯების შემცირება ან რესურსების უფრო ეფექტურად განაწილება.
წლიური ბიუჯეტის შედგენასა და კონტროლს – პროგნოზირებადი ფინანსური დაგეგმვა – ბიუჯეტის სტრუქტურირებული მომზადება წლის დასაწყისში და პერიოდული კონტროლი, რათა თქვენი ფინანსური სტრატეგია სინქრონიზებული იყოს მიზნებთან.

ვის სჭირდება ფინანსური ანალიტიკა?

  • მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომელთაც სურთ ფინანსური სტაბილურობა და ზრდის მენეჯმენტი;
  • სტარტაპებს, რომლებსაც სჭირდებათ ინვესტორებთან კომუნიკაციისთვის მტკიცე ფინანსური სურათი;
  • ორგანიზაციებს, რომლებიც გეგმავენ ექსპანსიას ან ეფექტიანობის ზრდას;

ფინანსური ანალიტიკა გვეხმარება კითხვებზე პასუხის გაცემაში:

  • სად მივდივართ?
  • სად ვართ ახლა?
  • რა რისკებია ჩვენს სტრატეგიაში?
  • როგორ გავზარდოთ მოგება და შევამციროთ დანახარჯები?

დაეყრდენით მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს – დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის!