ბუღალტრის მცირე შეცდომამ შესაძლებელია ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვიოს. გადამხდელის ვალდებულებები მკაცრად გაწერილი ვადებით არის დარეგულირებული, ამიტომ ნებისმიერი ხარვეზი – იქნება ეს გადასახადების არასწორად აღრიცხვა, დაგვიანებული დეკლარაცია – ავტომატურად იწვევს სხვადასხვა სახის ზიანს, მათ შორის ჯარიმებს.

მაგალითად:

  • საგადასახადო დეკლარაციების ვადაში წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას – თუ დეკლარაციების წარდგენა მოხდა 2 თვის ვადაში პირი დაჯარიმდება, დეკლარაციების მიხედვით გამოანგარიშებული გადასახადის 5% – ის ოდენობით. ორი თვის შემდეგ 10 % – ის ოდენობით.
  • თუ დეკლარაციების მიხედვით გადასახადი 0-ის ტოლია – პირს არ დაეკისრება საგადასახადო ჯარიმა, თუმცა დეკლარაციის წარდგენა მაინც სავალდებულოა.
  • საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა – პირველ დარღვევაზე გამოიწვევს 400 ლარის ოდენობის ჯარიმას, განმეორებით შემთხვევაში კი 1000.
  • დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირზე ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში კომპანია ჯარიმდება 200 ლარით.

მსგავსი დარღვევები ქართულ პრაქტიკაში ხშირია, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, სადაც ბუღალტრული პროცესები სისტემურად არ არის გამართული და კონტროლის მექანიზმები არ მოქმედებს.

როგორ მუშაობს Coutnman – შეცდომების პრევენცია პრაქტიკაში

ჩვენი გუნდისთვის შეცდომების პრევენცია მხოლოდ ბუღალტრის პასუხისმგებლობა არ არის. ჩვენი სისტემა რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  • ორმაგი შემოწმება – ყველა ოპერაციას ამოწმებს საბუღალტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და შიდა აუდიტორი.
  • თანამედროვე პროექტ მენეჯმენტის პროგრამები – ყოველი კლიენტისთვის გაწერილია კონკრეტული ვადები, რაც ხელს უშლის დავიწყებას და პროცესს სრულად კონტროლირებადს ხდის.
  • სტანდარტიზებული პროცესები – ყოველი ოპერაცია წინასწარ გაწერილი გეგმით მიმდინარეობს.
  • დაზღვევა – კომპანიის პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც ნიშნავს, რომ თუ შეცდომა ჩვენს მხარეს იქნება, ზარალს დაფარავს სადაზღვევო კომპანია.
  • პროფესიონალი გუნდი – გამოცდილი და სერტიფიცირებული ბუღალტრები ყოველდღიურად უწევენ მონიტორინგს მიმდინარე პროცესებს.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია – ჩვენი ზრუნვის მენეჯერები ამარტივებენ კომუნიკაციას ბუღალტერსა და დამკვეთს შორის.

„მეგობარი ბუღალტერი“

ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური სერვისია „მეგობარი ბუღალტერი“, რომელიც კომპანიებს ეხმარება საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების შეფასებაში.

ჩვენი მიზანია არა შეცდომებზე კონცენტრაცია, არამედ მათი პრევენცია. ამისთვის კი:

  • ვეცნობით კომპანიის ბუღალტრულ გატარებებს და ვუზიარებთ უკუკავშირს.
  • ვამზადებთ რეკომენდაციებს და შესაბამის რეპორტებს
  • ვამოწმებთ ბუღალტრული პროგრამაში გატარებული მონაცემების სისწორეს
  • ვაკონტროლებთ დეკლარაციების დროულ და დროულ გაგზავნას.
  • ვადევნებთ თვალყურს პირველადი დოკუმენტაციის სწორ ფაილინგს
  • ვამოწმებთ გაწერილ სააღრიცხვო პოლიტიკას და საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ გაუმჯობესების რეკომენდაციებს
  • ვამზადებთ ყოველთვიურ რეპორტს კომპანიის მენეჯმენტისთვის, სადაც ვძლევთ რჩევებს და კონსულტაციებს ბუღალტრული პროცესების გასაუმჯობესებლად

ეს სერვისი რეალურად ეხმარება კომპანიებს თავიდან აიცილონ შეცდომები და მათი შედეგები

ბუღალტრული პროცესების სიზუსტე ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი შეხედვით მცირე შეცდომამ შეიძლება ფინანსური ზარალი და რეპუტაციული რისკი გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ აუცილებელია მუშაობა სტანდარტიზებული პროცესებით, პროფესიონალი გუნდის ჩართულობით და ძლიერი კონტროლის მექანიზმებით. ჩვენი გამოცდილებით, თანამედროვე ინსტრუმენტებითა და უნიკალური სერვისებით ვუზრუნველყოფთ, რომ შენი ბიზნესი დაცული იყოს შეცდომებისა და მათი შედეგებისგან.