კარიერა Countman-ის გუნდში
Countman პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ვისთვისაც კომფორტულ და თანაბარი შესაძლებლობის მქონე კონკურენტუნარიან გარემოს ვქმნით.
ჩვენი გუნდი ადამიანს, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების მიღების სურვილი აქვს, ღიაა სიახლეების მიმართ და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.
Countman-ში მრავალპროფილურ ბიზნეს კომპანიებთან დიდ გამოცდილებას, მოკლე დროში მიიღებ, რაც შენს კვალიფიკაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა, პირდაპირპროპორციულად, კომპანიის განვითარებაზე აისახება. ამისათვის მუდმივი სწავლა, შიდა/გარე ტრენინგები, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ყოველი შემდეგი დღისთვის უკეთესად მომზადება, ჩვენი განუწყვეტელი პროცესია.
ადგილმდებარეობა – ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შესვენება 1 საათი)
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
- საბანკო გადარიცხვების შესრულება;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი:შედარების აქტების გაფორმება;
- ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია აუთსორს კომპანიაში არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება.
- აუცილებელია ACCA ს პირველი დონის F3 წიგნისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის დანერგვის გამოცდილება სხვადასხვა ბიზნეს სპეციფიკებზე.
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@countman.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.