ბიზნესის დაწყება სავსეა იდეებით, ენთუზიაზმითა და ინოვაციით, თუმცა ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, ფინანსური აღრიცხვა, საწყის ეტაპზევე რჩება უყურადღებოდ. სტარტაპებისთვის, სადაც შეზღუდული დრო და რესურსებია, ბუღალტრის სწორად შერჩევა, გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს კომპანიის წარმატებით ოპერირებისთვის.

რატომაა სტარტაპისთვის საწყის ეტაპეზე ბუღალტრული მომსახურება საჭირო?

  • შეცდომები: არასწორად შევსებული დეკლარაციები, გაურკვეველი საგადასახადო ვალდებულებები ან დაგვიანებული ანგარიშგება, ყველა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯარიმები ისე რეპუტაციული ზიანი.
  • ინვესტორებისთვის სანდოობა: ნებისმიერი სტარტაპი, რომელიც გეგმავს ინვესტიციის მოზიდვას, აუცილებელია გამჭვირვალე და სწორად აღრიცხული ფინანსური მონაცემები
  • გამჭვირვალობა: ფინანსური ანალიტიკის გარეშე, რთულია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება – რა პროდუქტია პრიორიტეტი, რა არის მომგებიანი, სად გვჭირდება ხარჯების ოპტიმიზაცია, სად ვანაწილებთ რესურს და ა.შ.

სტარტაპის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ბუღალტერიაში:

  • ხშირ შემთხვევებში, ბუღალტერის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც უკვე პრობლემა წარმოქმნილია.
  • ანგარიშგების თვითნებურად წარმოება ბუღალტრული ცოდნის გარეშე.
  • დოკუმენტების არასწორად შენახვა და არქივიზაცია.
  • საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა

როგორ ეხმარება Countman-ი სტარტაპებს ?

Countman-ის სერვისები სპეციალურად ადაპტირებულია სტარტაპებისთვისაც. ჩვენი მიდგომა მარტივია: დავზოგოთ თქვენი შიდა რესურსი, დასაწყისიდანვე ვაწარმოოთ სწორი ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა, ისარგებლოთ გარკვეული შეღავათებით სატარიფო ნაწილში და თქვენი ფოკუსირება მივმართოთ ბიზნესის განვითარებისკენ.

რას გთავაზობთ:

  • სტარტაპისთვის ადაპტირებული საბუღალტრო მოდელი და რჩევები;
  • საგადასახადო კალენდრის მართვა და დროული შეხსენებები;
  • წამყვანი საბუღალტრო და ERP პროგრამების დანერგვა, მუდმივი საპორტი.
  • საბიუჯეტო დაგეგმვა და ხარჯების ანალიზი.
  • ფინანსური რეპორტინგი.
  • შეღავათიანი სატარიფო ბადე სპეციალურად სტარტაპებისთვის.

 

ბუღალტერი მცირე ბიზნესისთვის – რატომ არ უნდა დაელოდო ზრდას?

სტარტაპის სტადია საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თავიდანვე სწორად დაიგეგმოს ფინანსური და საბუღალტრო პროცესები. მცირე ბიზნესიც უნდა დაფიქრდეს სისტემურ აღრიცხვაზე იმავე სერიოზულობით, როგორც მსხვილი კომპანია ასე რომ დაგვიკავშირდი დღესვე კონსულტაციისთვის 🙂