საგადასახადო კონსულტაცია და გადასახადების დაგეგმვა

საგადასახადო საკითხები მეწარმეებისთვის ხშირად სტრესისა და გაუგებრობის წყაროა. მუდმივად ცვალებადი რეგულაციები, ვადები და დოკუმენტაცია ხშირად ქმნის რისკებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს ჯარიმები, სასამართლო დავები ან ფინანსური დანაკარგი. სწორედ ამიტომ, სწორად დაგეგმილი საგადასახადო პოლიტიკა ბიზნესის მდგრადობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

რა არის საგადასახადო კონსულტაცია და რატომ არის საჭირო?

საგადასახადო კონსულტაცია ნიშნავს პროფესიონალების მიერ გაწეულ მომსახურებას, რომელიც ეხმარება ბიზნესს:

  • სწორად გაანალიზოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები;
  • დაგეგმოს მომავალი გადასახადების სტრუქტურა;
  • აიცილოს თავიდან ზედმეტი ხარჯები და დაჯარიმების რისკი;
  • კანონმდებლობის დაცვით შეინარჩუნოს ოპტიმალური ფინანსური მდგომარეობა;

Countman-ის გუნდი სწორედ ამ პროცესის გამარტივებას გთავაზობთ – ჩვენ დაგეხმარებით როგორც მიმდინარე ვალდებულებების ანალიზში, ისე მომავალი გეგმების ფინანსურ სტრუქტურირებაში.

გადასახადების დაგეგმვის ძირითადი სარგებელი

  • შეამციროს საგადასახადო ტვირთი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
  • წინასწარ დაგეგმოს თანხების გადანაწილება;
  • ზუსტად განსაზღვროს ფინანსური რესურსების რეალური მოცულობა;
  • მოემზადოს აუდიტისა თუ საგადასახადო ინსპექციისთვის;

რა შეცდომებს უშვებენ მეწარმეები?

  • დეკლარაციების დაგვიანება;
  • გადასახადის გადაუხდელობა;
  • გადასახადების არ ცოდნა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანიასთან მიმართვიანობის სიმცირე;
  • სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების წარმოება, ისე რომ საგადასახადო ნაწილი არ არის გათვალისწინებული;

 

როგორ მუშაობს Countman-ი ?

  • ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ საგადასახადო კონსულტაციას, რომელიც მოიცავს:
  • კომპანიის არსებული და წარსული ფინანსური მდგომარეობის შეფასებას;
  • გადასახადების სწორი სტრუქტურის დაგეგმვას;
  • მეწარმის ინფორმირებას მომავალი ვალდებულებების შესახებ;

მუდმივ მონიტორინგსა და დროულ კონსულტაციას განახლებადი რეგულაციების პირობებში

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დავიცვათ შენი ბიზნესი კანონის წინაშე, არამედ დაგეხმაროთ ისეთი სტრუქტურის შექმნაში, რომელიც მომგებიანობაზეა ორიენტირებული.

ვისთვის არის ეს სერვისი?

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
  • სტარტაპებისთვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ სტაბილური საგადასახადო სისტემა
  • ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ დარწმუნდნენ სწორი აღრიცხვით
  • კომპანიებისთვის, რომლებიც ზრდის ეტაპზე არიან და არ სურთ სარისკო გადაწყვეტილებები
  • კომპანიებისთვის, რომლებიც არ არიან დარწმუნებული საკუთარი ბუღალტერიის სისწორეში

დაგვიკავშირდი დღესვე – ერთად დავგეგმოთ შენი ფინანსური სიმშვიდე.