ციფრული ტრანსფორმაცია შენი კომპანიის განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია.
განსაკუთრებით სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებისთვის, ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც Excel-ი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მნიშვნელოვან მოთხოვნებს რაც, პროცესების ეფექტურ მართვას, მონაცემების ანალიზსა და ოპერაციების ავტომატიზაციას სჭირდება.
რატომ აღარ კმარა ექსელი კომპანიის ზრდის პროცესში?
- მაღალია შეცდომების რისკი – ექსელზე დაფუძნებული აღრიცხვა სრულად დამოკიდებულია ადამიანურ ფაქტორზე. თუნდაც, ერთი არასწორად ჩაწერილი ციფრი ან ფორმულა და შეცდომაშია მთელი სისტემა. რისკი კი განსაკუთრებით იზრდება, როდესაც მონაცემები იზრდება ან მცირდება.
- მონაცემების მექანიკურად განახლება – ექსელი არ იძლევა რეალურ დროში მონაცემთა განახლების საშუალებას. საჭიროა ყოველი გადახდა, ინვოისი ან ცვლილება ხელით შეიტანო, რაც ზრდის სამუშაო დატვირთვას და ადამიანურ რესურსს, ასევე მაღალია შეცდომების რისკი.
- უსაფრთხოების დაბალი დონე – ერთ ფაილზე ერთდროული წვდომა არ იძლევა კონტროლის საშუალებას, ვერ ვხედავთ ვინ რას ცვლის და როდის, ასევე ძნელია წინა მონაცემების მოძებნა.
- არასტრუქტურირებული ანალიზი – Excel ვერ გვთავაზობს ავტომატურ რეპორტებს და ბიზნესზე მორგებულ ანალიტიკას. პროგნოზები და ტენდენციები ხელით შექმნას საჭიროებს.
როდის უნდა გადახვიდე ERP სისტემაზე?
- თუ შენს კომპანიაში იზრდება ბრუნვა, მატულობს კლიენტებისა და თანამშრომლების რაოდენობა, თუ გიწევს რეგულარული დეკლარაციების წარდგენა და გჭირდება საბანკო პროდუქტებთან ეფექტური ურთიერთობა.
- თუ შენი ბიზნეს აქვს დიდი ასორტიმენტი, ყოველდღიურად ხდება პროდუქტის რეალიზაცია, ჩამოწერა, იქნება ეს კაფე, მაღაზია, კლინიკა, სამშენებლო კომპანია, ლოგისტიკური სერვისი ან წარმოება – მოკლედ, ისეთი ბიზნესი, სადაც ბევრი მონაცემია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების სწრაფად და სწორად დამუშავება.
ამ ეტაპზე მხოლოდ ექსელის გამოყენება ნიშნავს პროცესების შეფერხებას და ადამიანურ შეცდომებზე დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ERP სისტემებისა და პროფესიული ბუღალტრული პროგრამების დანერგვე ხდება გარდაუვალიუ. ეს სისტემა ქმნის ციფრულ ეკოსისტემას, სადაც ბიზნესის ყველა მიმართულება, ფინანსები, ოპერაციები, გაყიდვები და ანალიზი მუშაობს კოორდინირებულად.
როგორ გეხმარებით ჩვენ, პროფესიონალურ სისტემაზე გადასასვლელად:
Countman-ი, უკვე წლებია რაც წარმატებით ეხმარება სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ექსელიდან პროფესიულ სისტემაზე გადასვლაში, ჩვენ გთავაზობთ:
სრულად ავტომატიზებულ ბუღალტრულ პლატფორმას:
- რეალთაიმ რეპორტინგი.
- Live data აღრიცხვიანობა
- მენეჯერული რეპორტები
- ავტომატური განახლებებს ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან
- პერსონალიზებულ ანალიტიკას.
შენთვის მორგებული ინტეგრაციის გეგმას:
- შენი Excel ფაილების ანალიზი
- ინფორმაციის გადატანა ერთიან სისტემაში
- საოპერაციო პროცესის აწყობა
მცირე ბიზნესებსაც სჭირდებათ სისტემური და სწრაფი ანალიზი. ERP სისტემა თავიდანვე გაძლევს პროცესების მართვის სტრუქტურას, რაც ზრდისას ბევრად გაგიმარტივებს განვითარებას და თავიდან აგარიდებს შეცდომებს.
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შენი Excel ფაილების ანალიზში, სტრუქტურირებაში და სისტემაში სწორად გადატანაში, რაც ხელს უწყობს პროცესის გამარტივებას.
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შენი Excel ფაილების ანალიზში, სტრუქტურირებაში და სისტემაში სწორად გადატანაში, რაც ხელს უწყობს პროცესის გამარტივებას.
დრო დამოკიდებულია მონაცემების მოცულობაზე და პროცესების სირთულეზე, თუმცა სტანდარტულად 1-2 კვირაში უკვე შეიძლება სისტემის ჩაშვება და თანამშრომელთა დატრენინგება.