zeimi.ge ქაუნთმენის კიდევ ერთი საამაყო პარტნიორი და საქართველოში პირველი კოსტიუმების ონლაინ მაღაზიაა, გაქირავებისა და ინდივიდუალური კერვის სერვისით, რომელიც 2018 წელს პროფესიით მარკეტერმა თამარ რამიშვილმა შექმნა, რომლიც მთავარი ამოცანაც სადღესასწაულო განწყობის სრულყოფა და გამრავალფეროვნება იყო, მომხმარებლისთვის იმ ტიპის პროდუქტის მიწოდებით, რომელიც ბაზარზე ამ სახით, მანამ არ არსებობდა. zeimi.ge -დან სასურველი პროდუქტის მიღება საქართველოს ნებისმიერ მისამართზეა ხელმისაწვდომი.
კომპანიის შექმნის იდეა და მიზანი
zeimi.ge-ს იდეა საკუთარი და მეგობრების საჭიროებების დანახვითა და გააზრებით მოვიდა. საზეიმო ფორმების მოძებნა და შერჩევა ურთულესი ამოცანაა, განსაკუთრებით დაკავებული დედებისთვის. ონლაინ ინდივიდუალური კერვის შეკვეთა კი მაშინ, თითქმის ფანტასტიკის სფერო იყო. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით შეიქმნა პირველი საზეიმო ფორმების გაქირავების და გაყიდვის ონლაინ მაღაზია. ჩვენი მიზანია მომხმარებელმა zeimi.ge-ზე მარტივად შეარჩიოს და სახლიდან გაუსვლელად იქირავოს ან შეიძინოს ფორმები, აქსესუარები და არა მხოლოდ – ყველაფერი ზეიმისთვის, გართობისთვისა თუ ხელოვნებისთვის.
კომპანია თბილისის და რუსთავის ბაზარზე, აქტიურად 2018 წელს გამოჩნდა. თუმცა პანდემიამ განსაკუთრებით ჩვენს საქმიანობას დაატყო კვალი და 2 წლით ოპერირების შეჩერება მოგვიწია. რადგან გარკვეული დროის განმავლობაში ზეიმების გამართვა არ იყო დაშვებული. მიხარია, რომ ჩვენდა გასაკვირად, ერთგულმა მომხმარებლებმა ისევ მოგვცეს სტიმული გაგვეახლებინა საქმიანობა. ჩვენთვის, კმაყოფილი მომხმარებლის მიერ მოყვანილი სხვა მომხმარებელი ყველაზე დიდი დასტურია იმისა, რომ საჭირო საქმეს ვემსახურებით და ამას სწორად ვაკეთებთ.
გაყიდვების არხი და დაფარვის არეალი
ჩვენი ძირითადი გაყიდვის არხი ვებ გვერდი და სოციალური მედიაა. ამჯერად ძირითადად თბილისში ვოპერირებთ, თუმცა უკვე გვქონდა შეკვეთები როგორც, რუსთავიდან, გორიდან, თელავიდან, ასევე ქუთაისიდან და ბორჯომიდან, რაც საქმიანობის არეალის გაფართოვებისაკენ გვიბიძგებს.
ქაუნთმენთან თანამშრომლობა
განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, მნიშნელოვანია აუთსორს კომპანიის მხრიდან იმ აუცილებელი სერვისის მიწოდება რაც მას სჭირდება. ასევე ისეთი პაკეტის და ფასის შეთავაზება, რომელიც მისთვის მისაღები და ხელმისაწვდომია. ქაუნთმენის თანამშრომლების მხრიდან მოწესრიგებული მუშაობა, დროული შეტყობინებები დეკლარაციების შესახებ და ასევე ყურადღება უშუალოდ დამფუძნებლების მხრიდან, რომლებთან ერთადაც მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები საბუღალტრო საკითხებზე, zeimi.ge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.