Countman-ის ბუღალტრების სამუშაო პროცესს მთავარი ბუღალტრები და ფინანსური დირექტორი ხელმძღვანელობენ. countman 100-მდე მცირე და საშუალო, სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესს ემსახურება, მათ შორის საქართველოში არსებულ ყველა სადაზღვეო კომპანიას, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. პორტფელი ბუღალტრებზე, მათი შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპანიის დატვირთულობის მიხედვით ნაწილდება. მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევისთვის დანერგილი გვაქვს კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიური სისტემები, რის ხარჯზეც ეფექტურად ვმართავთ მათ ყოველდღიურ ბუღალტრულ/ფინანსურ პროცესებს.
თანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენს კომპანიებს დაკომპლექტებული საბუღალტრო ჯგუფის მომსახურებას ვთავაზობთ, რაც ნებისმიერ საკითხზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფს. თითოეულ ბუღალტერს ჰყავს ასევე დამხმარე ბუღალტერიც, მათთან კომუნიკაცია ხორციელდება კორპორატიული ჩატის (Slack) მეშვეობით, სადაც ბუღალტრებთან ერთად, პროცესში ჩართულები არიან ფინანსური დირექტორი, მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვის მენეჯერი და კომპანიის დირექტორატი. შესაბამისად თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე დროული რეაგირება, ბუღალტრების უკუკავშირი და მომსახურების ხარისხი კონტროლდება აღნიშნული ჯგუფის მიერ.
თქვენთან წარმატებული თანამშრომლობის პროცესზე, მთლიანად კომპანიაა პასუხისმგებელი. აღნიშნულ საკომუნიკაციო არხში ინახება ყველა ელექტრონული ფაილი, მიმოწერა, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ყველა პირობის დაცვით. საბუღალტრო დეპარტამენტში აღრიცხული ოპერაციები, სისტემატურად კონტროლდება ჩვენი კომპანიის შიდა აუდიტის გუნდის მიერ, ხოლო ჩვენი მომსახურების პასუხისმგებლობა, დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგში.
თქვენს კომპანიაზე მომაგრებული იქნება ბუღალტერთა ჯგუფი, შესაბამისად თქვენი კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, მხოლოდ ერთ ბუღალტერზე არ იქნება დამოკიდებული. დასვენების დღეები იმგვარად არის განაწილებული, რომ ერთდროულად, ერთი ჯგუფის წევრები შვებულებაში არ გადიან. ასევე შვებულება არ არის დაგეგმილი დეკლარაციების წარდგენის დღეებში. კომპანიაში დანერგილი გვაქვს თანამედროვე პროექტების მართვის სისტემა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ელექტრონულად გაწერილია კომპანიაში განსახორციელებელი ოპერაციების დეტალური ნუსხა შესაბამისი ვადებით, კომენტარებითა და პასუხისმგებელი პირებით. შესაბამისად კომპანიის მომსახურების მოდულიდან გამომდინარე, ავტომატურად ხდება შვებულების გათვალისწინებით მიმდინარე პროცესში განსახორციელებული საქმეების ჯგუფზე გადანაწილება, ისე რომ პროცესი არ შეფერხდეს.
საბუღალტრო მომსახურების აუთსორსზე გატანის შემთვევაში, კომპანიამ შესაძლოა მრავალმხრივი ბენეფიტი მიიღოს. Ქაუნთმენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ, მაღალი ხარისხის კომფორტულ მომსახურებას. Მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, მზად არიან მხარი დაუჭირონ პარტნიორი კომპანიის წარმატებას.
Ქაუნთმენის საქმიანობა დაზღვეულია. Ვიყენებთ მხოლოდ ლიცენზირებულ საბუღალტრო პროგრამებს და უსაფრთხოების მონიტორინგისთვის აუცილებელ ყველა ხელსაწყოს.
Ჩვენი უპირატესობა ხელმისაწვდომობა და უწყვეტი მხარდაჭერაა, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის სიმარტივეს.