გიორგი ბარბაქაძე
აღმასრულებელი დირექტორი / დამფუძნებელი
გიორგი პროფესიით ფინანსისტია, რომლის კარიერული განვითარება 2011 წლიდან საბანკო სექტორში იწყება, სადაც ხელმძღვანელ და წამყვან პოზიციებს იკავებდა. უშუალო შემხებლობა ჰქონდა საქართველოს ბაზარზე არსებულ მრავალპროფილური ბიზნეს სექტორის კომპანიებთან, ფინანსური ანალიზის, ბიზნეს რისკების შეფასების და ბიუჯეტირების შემუშავების ნაწილში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან ერთად, გიორგი რამდენიმე სტარტაპის იდეის ინიციატორი და აღმასრულებელია, მათ შორის კომპანია “Be Group”, რომელიც ზარალების შეფასების მიმართულებით საქართველოს მასშტაბით ყველა წამყვან სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს სხვადასხვა ტიპის აუთსორს მომსახურებას სთავაზობს – მათ შორის ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც 2024 წელს კომპანიას გამოეყო და სრული პორტფელით Countman-ს გადაეცა.