ინფორმაცია კომპანიაზე და მისი მიზანი
Mycorner ქაუნთმენის კიდევ ერთი საამაყო პარტნიორი, რომელიც წლებია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს. კომპანია ეხმარება უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოძებნონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი უძრავი ქონება სწრაფად და მარტივად.
“ჩვენი გუნდი მოტივირებულია ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ზედმეტი დროისა და რესურსის დახარჯვის გარეშე, პროცესი შეგიმსუბუქოთ, შეგარჩევინოთ თქვენს გემოვნებასა და ბიუჯეტზე მორგებული საუკეთესო ვარიანტი”
ქაუნთმენთან თანამშრომლობა
“ჩვენი კომპანია ოპერირებს მაღალი სტანდარტებით, იქნება ეს კლიენტთა მომსახურება თუ შიდა ოპერაციები. სწორედ ამიტომ, საბუღალტრო-ფინანსური სერვისების სრულყოფისთვის, მივმართეთ Countman-ს.
Countman-ის გუნდი გვთავაზობს სრულფასოვან ბუღალტერიას, სისტემატურ კონსულტაციებს და კომუნიკაციის მაღალ ხარისხს.
მათთან თანამშრომლობით, ვიმარტივებთ ბუღალტერიას, რის შედეგადაც საშუალება გვაქვს მეტად ვკონცენტრირდეთ ჩვენს ძირითად საქმიანობასა და ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე.
Countman-ის სანდო გუნდთან ერთად – გავიმარტივეთ ბუღალტერია. “