ვინ არის ფინანსური მენეჯერი ?

ფინანსური მენეჯერი არის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური რესურსების სწორ დაგეგმვაზე, მართვასა და კონტროლზე. ის ასრულებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ბიზნესის განვითარებაში, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე, მოგებიანობასა და ზრდის პოტენციალზე.

განსხვავდება თუ არა ფინანსური მენეჯერი ბუღალტრისგან?

დიახ. ბუღალტერი აღრიცხავს ფინანსურ ოპერაციებს, ხოლო ფინანსური მენეჯერი ანალიზს უკეთებს ამ მონაცემებს და მათ საფუძველზე სტრატეგიულ
გადაწყვეტილებებს იღებს.

როდის უნდა მივმართო ფინანსურ მენეჯერს ?

ფინანსური მენეჯერის ჩართვა საჭიროა, როცა ბიზნესს სჭირდება ხარჯების ოპტიმიზაცია, ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმვა, ინვესტიციების შეფასება ან
მოლაპარაკება ბანკებთან და ინვესტორებთან.

რაში გეხმარება ფინანსური მენეჯერი

  • ბანკში/საფინანსო ინსტიტუტში წარსადგენი პროექტის მომზადება

  • კრედიტის მისაღებად შესაბამისი ბანკის/საფინანსო ინსტიტუტის მოძიება და საკრედიტო მენეჯერთან დაკავშირება

  • თქვენს ბიზნეს პროფილზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება

  • ბანკთან წარმომადგენლობა, კომუნიკაციაში ჩართულობა

  • ბანკებთან/ფინანსურ ინსტიტუტთან წარსადგენი საჭირო დოკუმენტაციების შეგროვება

  • სხვა ბანკში რეფინანსირებაში ხელშეწყობა, პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით

  • კრედიტის მისაღებად საჭირო სამშენებლო/სარემონტო ხარჯთაღრიცხვების მომზადება

დაჯავშნე კონსულტაცია

დაჯავშნე კონსულტაცია