თბილისის 2024 ბიზნესის დაჯილდოების ფინალისტი, ნომინაციაში – სოციალური პასუხისმგებლობა
“პეტიტ ბაზარი” ინოვაციური კონცეფციის სივრცეა ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომელიც აერთიანებს საბავშვო მაღაზიასა და შემოქმედებით-შემეცნებით სივრცეს, ეზოთი. პეტიტ ბაზრის მთავარი ფოკუსი ადგილობრივი, ეკო-მეგობრული პროდუქციის წარმოება და ინკლუზიური გარემოს შექმნაა. მაღაზიაში შეგიძლიათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული საბავშვო პროდუქცია შეიძინოთ, მათ შორის ავეჯი, დეკორი და სათამაშოები, ასევე აქსესუარები და წიგნები. ”პეტიტ ბაზარ”-ის შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს უშუალოდ მეწარმეები ატარებენ, ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებასა და ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.
“Countman-თან ვთანამშრომლობ 2022 წლიდან და ჩემთვის, ეს კომპანია უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საბუღალტრო სერვისი. როგორც სტარტაპს, თავიდანვე შემომთავაზეს ჩვენი საჭიროებებზე მორგებული ტარიფი და მეგობრული მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა გამოირჩევა ურთიერთპატივისცემითა და მაღალი ნდობით. განსაკუთრებით ვაფასებ ინდივიდუალურ მიდგომას, კომპეტენტურ კონსულტაციებს, რეაქტიულობას და მუდმივად იმაზე განცდას, რომ ჩემი კომპანიის გვერდით დგას პროფესიონალთა გუნდი.” – ქეთი მესხი, დამფუძნებელი
“Ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი კომუნიკაციის გამართული სისტემა და მოწესრიგებული საქმიანობის მოდელია, როცა ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ, დროულ და პროფესიონალურ პასუხს იღებ.”