პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი
გაცნობებთ, რომ ქვემოთ მოყვანილი წესებითა და პირობებით რეგულირდება თქვენს მიერ ვებ-გვერდით სარგებლობა და ჩვენი მომსახურება.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
ვებ-გვერდზე ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც შესაძლებელია ცალმხრივად შეიცვალოს შპს „ქაუნთმენი 11“-ის (ს/კ 405697688, იურ. მის: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, მამია გურიელის ქ.,N 5ა) მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე და მასზე თქვენი სტუმრობა ნიშნავს პირობებზე დათანხმებას.
წინამდებარე დოკუმენტში შპს „ქაუნთმენი 11“ მოხსენიებული იქნება როგორც Countman ან კომპანია.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი
წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ Countman-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი, მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, ასევე, რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ხდება მონაცემების დაცვა. წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
ვინ ვართ ჩვენ
შპს „ქაუნთმენი 11“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მთელი გუნდის თითოეულ კომპანიაზე, ინდივიდუალურ ორიენტირებულობასა და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის სერვისზეა აგებული.
ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი: 405697688
ჩვენი იურიდიული მისამართია: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, მამია გურიელის ქ.,N 5ა.
ჩვენი ფაქტობრივი მისამართია: ქ. თბილისი, ლვოვის ქუჩა N95.
ვებ გვერდი: www.countman.ge
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი
დოკუმენტი გამიზნულია:
- Countman-ის დამკვეთებისათვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი);
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ მომსახურებაზე.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
- მომსახურების მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის: სატელეფონო კომუნიკაცია, ვებ-გვერდის, ონლაინ ჩათის ან ელექტრონული გზით მომართვა ან/და ოფისში ვიზიტი);
- ავსებთ შესაბამის ფორმას რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე;
- როდესაც ხდებით ჩვენი დამკვეთი და იყენებთ ჩვენს მომსახურებებს.
დამკვეთი (პოტენციური დამკვეთი), რომელიც Countman-ს თავისი სურვილით აწვდის პერსონალურ ინფორმაციას, ავტომატურად აძლევს მას უფლებას გამოიყენოს მისი მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
რა სახის ინფორმაციას ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
მომსახურების გაწევისას დამკვეთთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, მოქალაქეობა, მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტობრივი);
- დოკუმენტური ინფორმაცია: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა;
- საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;
- სახელშეკრულებო ინფორმაცია: მომსახურების გაწევის ფარგლებში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსა და Countman-ს შორის დადებულ ხეელშეკრულებაში მოცემული ინფორმაცია;
- სატელეფონო კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები, ასევე, ელექტრონული ფოსტის, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები.
Countman-ის მიერ მისი დამკვეთებისთვის მომსახურების გაწევისას შესაძლებელია მომწოდებლების მიერ საჭირო გახდეს Countman-სათვის მათი თანამშრომლების, დაქირავებული ფიზიკური პირების ან სხვა დაკავშირებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების გაზიარება. გაზიარებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები დამოკიდებულია მომსახურების შინაარსზე.
Countman-ის მიერ მისი დამკვეთებისთვის მომსახურების გაწევისას დამკვეთის მიერ შესაძლებელია საჭირო გახდეს Countman-სთვის დამკვეთის თანამშრომლების, კლიენტების, პარტნიორების და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების პერსონალური მონაცემების გაზიარება. გაზიარებული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიები დამოკიდებულია მომსახურების შინაარსზე და შეიძლება წარმოადგენდეს შემდეგს: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები, ფინანსური ინფორმაცია და სხვა მონაცემი, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. შესაბამისად, დამკვეთი ადასტურებს რომ აღნიშნული პირებისგან მოპოვებული აქვს თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ. ასეთ დროს Countman მონაცემებს ამუშავებს, როგორც პერსონალურ მონაცემებზე დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირი.
მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად);
- მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისთვის;
- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მარეგულირებლის, საზედამხედველო ორგანოების ან აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების მიწოდების მიზნით;
- მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
- დამკვეთებისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
- მარკეტინგული მიზნებისთვის, რაც მოიცავს თქვენი თანხმობით მომსახურების შეთავაზებასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვას;
- სხვა ლეგიტიმური მიზნებისათვის, რომლებიც განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:
- თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- პოტენციურ დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმება ან არსებულ დამკვეთებთან მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
- თქვენთვის მომსახურების გაწევა/თქვენი განცხადების განხილვა მონაცემთა დამუშავებისას.
მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა
კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- Countman-ში დასაქმებულებს (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულბელად);
- კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს;
- სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს (მაგ. კორესპონდენტ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალ ბანკებს, ინვესტორებს, visa, mastercard და ა.შ);
- ჩვენი ჯგუფის კომპანიებს;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
თქვენი პერსონალური მონაცემის საერთაშორისო გადაცემა შესაძლებელია, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
თქვენი უფლებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს კანონის თანახმად გაქვთ შემდეგი უფლებები:
- თქვენ უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენს შესახებ რა მონაცემებს ამუშავებს კომპანია;
- უფლება გაქვთ მოითხოვოთ ასლები;
- მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, თუ: გაითხოვთ თანხმობას; მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ;
- უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ: სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი წაშლა და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას; მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით; მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა;
- უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა (სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით (თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია) მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა);
- უფლება გაქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის სამართველბრივი საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
აუდიო მონიტორინგი
ინციდენტების მართვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პროცესების მონიტორინგისა და რისკების მართვისთვის შესაძლებელია განხორციელდეს დამკვეთთან/პოტენციურ დამკვეთთან სატელეფონო კავშირის აუდიო მონიტორინგი.უდიომონიტორინგის მეშვეობით გაყიდვების მენეჯერების სატელეფონო კავშირი დამკვეთთან/პოტენციურიურ დამკვეთთან იწერება მომსახურების სრულყოფის მიზნებისათვის. ასევე, მომსახურების ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების მიზნებისათვის, ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სატელეფონო საუბრისას კომპანიის თანამშრომელი ახდენს დამკვეთის/პოტენციური დამკვეთის ინფორმირებას აუდიომონიტორინგის თაობაზე. ჩანაწერები ინახება, 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც, ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი და არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, კომპანიაში არსებობს ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული როგორც ჩანაწერების, ასევე სხვა პერსონალური მონაცემების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა.
ჩანაწერებზე წვდომა მინიჭებული აქვს კომპანიაში დასაქმებულ პირთა მხოლოდ განსაზღვრულ წრეს, რომელთა წვდომის დონისა და ფარგლების განსაზღვრა ხორციელდება თანამშრომელთა პროფესიული ფუნქციებისა და ჩანაწერებზე მათი წვდომის სამსახურებრივი საჭიროების გათვალისწინებით.
სრულად აღირიცხება აუდიომონიტორინგის სისტემებში არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
კომპანიაში არსებული პერსონალური მონაცემები დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ მხოლოდ ლიცენზირებულ საბუღალტრო პროგრამებსა და უსაფრთხოების მონიტორინგისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს ვიყენებთ. შესაბამისად, მიღებული გვაქვს სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები მონაცემთა წინამდებარე პოლიტიკისა და კანონის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად. კომპანიაში უზრუნველყოფილია ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციულ გარანტიები თქვენი მონაცემების დასაცავად. ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, ოფისის ფიზიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მონაცემთა შენახვის ვადა
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც მუშავდება თქვენი მონაცემები, მონაცემთა განადგურება გულისხმობს ელექტრონულად დაცული პერსონალური მონაცემების წაშლას, ხოლო მატერიალური ფორმით შენახული მონაცემების ფიზიკურ განადგურებას.