Countman-ს ნულოვანი ინვესტიციით დაწყებული ბიზნეს ისტორია აქვს

თავდაპირველად დამფუძნებლებმა 2017 წელს ნულოვანი ინვესტიციით პირველი აუთსორსული კომპანია –  “Be group” (Business Engineering Group) შექმნეს, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

Be Group-ის ძირითად საქმიანობას საბუღალტრო მომსახურება და ზარალების შეფასება წარმოადგენს. მიმართულებების განვითარებასთან ერთად მათი გამიჯვნის საჭიროება გაჩნდა – რის შედეგადაც დაარსდა კომპანია “Countman”.

დღეს Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მთელი გუნდის თითოეულ კომპანიაზე, ინდივიდუალურ ორიენტირებულობასა და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის სერვისზეა აგებული.

ჩვენი მისია

ჩვენს კომპანიას მრავალი სპეციფიკის ბიზნეს სექტორთან მუშაობის გამოცდილება აქვს, რამაც დაგვანახა, რომ ბიზნესს საკუთარი დროისა და რესურსის მთავარი მიზნისაკენ მიმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

Countman-ის მისია იმ მცირე, საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლებაა, რომლებისთვისაც კომპანიასთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთულ, კომპლექსურ პროცესთანაა დაკავშირებული, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზე ფოკუსირებას ართულებს.

countman ნებისმიერი ბიზნესის მოდელისთვის ყველაზე მოქნილ და გამარტივებულ აღრიცხვის სისტემას დანერგავს, რაც დამფუძნებელს საშუალებას მისცემს, უფრო მეტად ორიენტირდეს კომპანიის მიზნების განხორციელებაზე.

ჩვენი სერვისები

ბუღალტერია 

ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი და  მნიშვნელოვანი პროცესია.

ფინანსური ანალიტიკა

Countman კომპანიის მენეჯმენტისთვის ბიზნეს სპეციფიკაციის შესაბამის ფინანსურ რეპორტებს მოამზადებს.

საბანკო დაკრედიტების მენეჯერი

ბანკებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე ჩვენი გუნდი შენი წარმომადგენელი იქნება და ეფექტურ თანამშრომლობაში დაგეხმარება.

მეგობარი ბუღალტერი

ჩვენი გუნდი ითანამშრომლებს შენს ბუღალტერთან, რაც შეამცირებს მექანიკურად დაშვებულ შეცდომებს და უზრუნველყოფს ყოველთვიური პროცესების სისწორეს. 

გაიცანი ჩვენი გუნდი

“Countman” პროფესიონალებს საერთო მიზნისთვის აერთიანებს – შევქმნათ ყველაზე მარტივი და კომფორტული საბუღალტრო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

დაჯავშნე კონსულტაცია

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდება.