შემოუერთდი Countman-ის გუნდს
Countman პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ვისთვისაც კომფორტულ და თანაბარი შესაძლებლობის მქონე კონკურენტუნარიან გარემოს ვქმნით.
ჩვენი გუნდი ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების მიღების სურვილი აქვს, ღიაა სიახლეების მიმართ და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს.
Countman-ში მრავალპროფილურ ბიზნეს კომპანიებთან დიდ გამოცდილებას, მოკლე დროში მიიღებ, რაც შენს კვალიფიკაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.
თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა, პირდაპირპროპორციულად, კომპანიის განვითარებაზე აისახება. ამისათვის მუდმივი სწავლა, შიდა/გარე ტრენინგები, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ყოველი შემდეგი დღისთვის უკეთესად მომზადება, ჩვენი განუწყვეტელი პროცესია.