Countman საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს მათზე მორგებულ სერვისსა და მაქსიმალურად კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
კომპანიის ისტორია დამფუძნებლების მიერ 2017 წელს, ნულოვანი ინვესტიციით შექმნილი პირველი აუთსორსული კომპანია – “Be group” (Business Engineering Group)-ით იწყება, რომლის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.
Be Group-ის ძირითად საქმიანობას საბუღალტრო მომსახურება და ზარალების შეფასება წარმოადგენს, თუმცა მიმართულებების განვითარებასთან ერთად მათი გამიჯვნის საჭიროება გაჩნდა – რის შედეგადაც დაარსდა კომპანია “Countman”.
დღეს Countman მცირე და საშუალო ბიზნესს აუთსორს რეჟიმში საბუღალტრო მომსახურების ყველაზე მარტივ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მთელი გუნდის თითოეულ კომპანიაზე, ინდივიდუალურ ორიენტირებულობასა და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის სერვისზეა აგებული.
“გვჯერა და მრავალწლიანმა გამოცდილებაც დაგვარწმუნა, რომ ბიზნესს საკუთარი დროისა და რესურსის მთავარი მიზნისაკენ მიმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ჩვენი მისია კი იმ მცირე, საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ნეგატიური გამოცდილებისგან გათავისუფლებაა, რომლებისთვისაც კომპანიასთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების წარმოება რთულ, კომპლექსურ პროცესთანაა დაკავშირებული, რაც სამომავლოდ მთავარი მიზნებისკენ სწრაფვასა და განვითარებაზე ფოკუსირებას ართულებს.” – გიორგი ბარბაქაძე, Countman-ის აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი
Countman ბიზნესს როგორც ერთჯერად მომსახურებას, ისე გრძელვადიან თანამშრომლობას სთავაზობს:
- ბუღალტერია დისტანციურად – ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის
- ფინანსური ანალიტიკა – Countman-ის წამყვანი ფინანსისტები ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გაანალიზებენ შედეგებს და მოამზადებენ ფინანსურს რეპორტებს
- საბანკო დაკრედიტების მენეჯერი – ბიზნეს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საბანკო ორგანიზაციებიდან ფულადი სახსრების მოპოვების საჭიროების შემთხვევაში, Countman ბანკებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე შენი წარმომადგენელი იქნება და ეფექტურ თანამშრომლობაში დაგეხმარება.
- მეგობარი ბუღალტერი – Countman-ის გუნდი ითანამშრომლებს პარტნიორი კომპანიის ბუღალტერთან, რაც შეამცირებს მექანიკურად დაშვებულ შეცდომებს და უზრუნველყოფს ყოველთვიური პროცესების სისწორეს.
გაეცანი დეტალურ ინფორმაციას სერვისებსა თუ კომპანიაზე და დაიწყე თანამშრომლობა გუნდთან, რომელსაც სხვადასხვა მიმართულების ბიზნესთან მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვს და ორიენტირებულია გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე.
გაიმარტივე ბუღალტერია Countman-თან ერთად!